13
Jun
2016

უეფას ევრო 2016 -ის ჩემპიონატის ფან-ზონა მუშთაიდის პარკში გაიხსნა !

13 Jun 2016

10  ივნისს მუშთაიდის პარკში  კომპანია სოკარმა  ევრო 2016 წლის ფან-ზონა გახსნა.

ნებისმიერ ფეხბურთის მოყვარულს 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით  შესაძლებლობა ექნება ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე, საუკეთესო გამოსახულებით უყუროს ევროპის ჩემპიონატის თამაშებს და თავი შეიქციოს  აქ შექმნილი სასიამოვნო გარემოთი.

IMG_9627იაფი ლუდი, გამაგრილებელი სასმელები, მრავალფეროვანი გრილის მენიუ,  ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოანდომებს დრო ფან-ზონაში დაჰყოს. ამას ემატება წამახალისებელი  კალენდარი, რომელიც კომპანიამ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შექმნა:  სოკარის ფან-ზონაში ყოველდღე პატარ-პატარა გათამაშებები გაიმართება.

ისეთ დღეებში, როცა ფეხბურთის მატჩები დაგეგმილი არაა, სოკარი ფან-ზონის ტერიტორიას სხვადასხვა საინტერესო საზოგადოებრივ აქტივობებს დაუთმობს.

IMG_9849უკვე მესამე თვეა, რაც სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე წამახალისებელი გათამაშება მიმდინარეობს.  25 ლარზე მიღებული თითო ბილეთი დოლურაშია და რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით ლატარეაში იღებს მონაწილეობას. უკვე გათამაშებულია ევრო 2016 წლის გახსნის 20 ბილეთი.  სოკარის გამარჯვებულები ჩემპიონატის გახსნას უკვე დაესწრნენ.   5 ივნისს ფინალის პირველი გათამაშებულები გამოვლინდნენ,  12 და 19 ივნისს დაგეგმილია კიდევ 20  გამარჯვებულის გამოვლენა.

[R]

განხილვა