in

უეფამ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ოფიციალური ბურთი წარადგინა

ბურთი წინა სეზონებისგან განსხვავებულია. პირველად არის გამოყენებული ეს ფერთა გამა: სტაფილოსფერი, შავი, ნაცრისფერი და თეთრი.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონის სათამაშო ახალი ბურთი წარადგინა. ფინალურ მატჩს სტამბოლი უმასპინძლებს. საინტერესო და ისტორიული დეტალებით გაფორმებული ბურთი უკვე ფლეი-ოფების შეხვედრებში იქნება გამოყენებული.

2021 წლის გათამაშების ფინალი პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდ ვირუსმა მასპინძლის სტატუსის ცვლილება შარშან გამოიწვია, წინა გათამაშება განსხვავებული ფორმატით მწვანე ზონაში არსებულ პორტუგალიაში ჩატარდა და საბოლოოდ, მიუნხენის „ბაიერნის“ გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, წელს, შარშანდელი მასპინძლის სტატუსს სტამბოლი იბრუნებს, პეტერბურგი კი მომდევნო, 2022 წლის გათამაშების ბოლო შეხვედრას უმასპინძლებს.

ბურთი წინა სეზონებისგან განსხვავებულია, ასევე პირველად არის გამოყენებული ეს ფერთა გამა, საერთო სურათს სტაფილოსფერი, შავი, ნაცრისფერი და თეთრი ფერები ქმნის. უეფამ ბურთი უკვე ოფიციალურად წარადგინა.

გულშემატკივარი თამაშში ბურთს პირველად ხვალინდელ 1/8 ფინალურ შეხვედრებში ნახავს. ბუდაპეშტში ნეიტრალურ მოედანზე ლაიფციგი ლივერპულს დაუპირისპირდება, ბარსელონაში კი სუპერმატჩი შედგება, კატალონიელები პსჟ-სთან გაარკვევენ ურთიერთობას.

„გოგოობა არასდროს შეწყვიტო!“ – ანუ, ნუ მოსწყვეტ შენი გონების ყვავილებს – ლანა ჯოხაძის ნამუშევარი

თუ გუნდის წევრები თავისიანად არ გიღებენ – ექსპერტის რჩევა სამსახურში მარგინალიზებული ადამიანებისთვის