in

UEFA და TikTok დაძმობილდნენ! ევროპის ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი ვიდეოგაზიარების აპლიკაცია იქნება

პარტნიორობის გათვალისწინებით, ტიკტოკს მედია უფლებების ფარგლებში, შეხვედრების გასტრიმვის უფლებაც ექნება.

Sporti
Sporti

ByteDance-ს მიერ შექმნილი პლატფორმა ყოველდღიურად ძლიერდება და ახალ სიმაღლეებზე ადის. საუბარია ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობ აპლიკაციაზე – TikTok. ტიკ-ტოკი არის ვიდეოგაზიარების სოციალური ქსელი, სადაც უკვე მილიარდ ადამიანამდე არის რეგისტრირებული. ყველაზე მზარდი პლატფორმა უამრავი საინტერესო ნიუანსითა და სიახლით გამოირჩევა, ამიტომ უცნაური არ არის, რომ ამ სოციალურმა ქსელმა საფეხბურთო ინდუსტრიაშიც შეაბიჯა. სხვადასხვა კლუბის, ფეხბურთელის, ფედერაციის ტიკტოკთან კოლაბორაციის შემდეგ დღეს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. UEFA და ტიკტოკი დღეიდან პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებენ, ზაფხულზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი სწორედ ეს აპლიკაცია იქნება.

გი-ლორან ეპსტეინი, უეფას მარკეტინგის დირექტორი: „მოხარულები ვართ, აღნიშნული თანამშრომლობით. ტიკტოკი შარშან ყველაზე მზარდი და პოპულარული სოციალური ქსელი იყო. პლატფორმა საოცარი სისწრაფით იზრდება, წინ ევროპის ჩემპიონატი გველოდება, ტიკტოკი კი მისი ოფიციალური პარტნიორი იქნება, ერთად უამრავ საინტერესო ვიდეოკონტენტს, ჰეშთეგს, ეფექტსა და ვიდეოს ვნახავთ, როგორც არქივიდან, ისე უშუალოდ მოედნიდან და მინდვრის მიღმა“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by UEFA (@uefa_official)

რიჩ ვოთერვორთი, ტიკტოკის ევროპული რეგიონის მმართველი დირექტორი „ყოველდღიურად უფრო მეტი კლუბი და ფეხბურთელი იყენებს ტიკტოკს, რათა უფრო ადვილად დაუკავშირდნენ გულშემატკივრებს. აღნიშნული თანამშრომლობა ძალიან გვახარებს, წინ უამრავი საინტერესო სიახლე გველოდება. უნდა შევქმნათ უნიკალური და განსხვავებულიკონტენტი, რაც სპორტის ამ სახეობასა და კონკრეტულად ამ ღონისძიებას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის“.

ევროპის ჩემპიონატი კოვიდ ვითარების გამო, 2020 წლის ნაცვლად, 2021 წლის ზაფხულზე გაიმართება. პარტნიორობის გათვალისწინებით, ტიკტოკს მედია უფლებების ფარგლებში, შეხვედრების გასტრიმვის უფლებაც ექნება.


ნახეთ: კვამლში გახვეული ბილბორდი, რომელიც კლიმატურ ცვლილებაზე დაგვაფიქრებს

სიყვარულს ვერაფერი დააკლებს? – Alta-ს პერსონაჟები, როგორც ყოველთვის, კამათობენ