in

უეფა ფეხბურთელებს: შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება!

„წესების დაცვა აუცილებელია, რადგან სპონსორი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვანია აღნიშნული ტურნირისა და ევროპული ფეხბურთისათვის“.

Sporti
Sporti

ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ და დინამიკურად მიმდინარეობს როგორც მოედანზე, ისე მწვანე მინდვრის მიღმა. ასე მაგალითად, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები გვერდით გადადო და ბრენდს ამით დიდძალი ფინანსური ზიანი მიაყენა, აქციები კი ქვედა ნიშნულისკენ წამოიყვანა.

პორტუგალიელის მიერ დაწყებულ „ფლეშმობს“ მალე ფრანგი პოლ პოგბა შეუერთდა, ფეხბურთელმა, ამჯერად, ჰაინეკენის ბოთლი გადადო მაგიდიდან, შემდეგ იყო იტალიელი მანუელ ლოკატელი, რომელმაც იდენტური რამ გააკეთა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა სპონსორებმა და ევროპულის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებსა და ფეხბურთელებს ოფიციალურად მიმართეს, კომუნიკაციის მთავარი გზავნილი შემდეგი იყო – შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება.

„წესების დაცვა აუცილებელია, რადგან სპონსორი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვანია აღნიშნული ტურნირისა და ევროპული ფეხბურთისათვის“. – ამბობს ტურნირის ხელმძღვანელი, მარტინ კალენი.

კოკა-კოლა და ჰაინეკენი ტურნირის მთავარი სპონსორები არიან. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ინციდენტებმა კომპანიების წარმომადგენლები ძალიან გაანაწყენა. კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, მას შეუძლია საერთო აზრისა და შეხედულებების ფორმულირება, მისი უამრავი გამომწერისა და ფანისთვის ფეხბურთელის პოზიცია და მოწოდება პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რონალდუმ ფანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა. ზოგადად კი, ფეხბურთელი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ხშირად ცდილობს.


საბურთალოს „სითი მოლში“ ყვავილების ფესტივალი დაიწყო

„სულაკაურის გამომცემლობა“ აგრძელებს კამპანიას „ვკითხულობ ქართულს“ – ნახეთ ახალი ვიდეორგოლი