in

UEFA-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის რებრენდინგი დაასრულა

„ბრენდის ახალი იდენტობა აღნიშნულ ტურნირს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს, დიდი მოლოდინებისა და გამოწვევების წინაშე ვართ, ტურნირი იზრდება და მეტ ინტერესს იწვევს“.

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის რებრენდინგი დასრულდა. 2021-22 სეზონიდან ტურნირი მაყურებლის წინაშე ახალი ბრენდიდენტობით წარდგება. გათამაშებას ახალი ლოგო ექნება. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ჰიმნი, რომელიც ყოველი თამაშის წინ გაჟღერდება.

უეფას სტრატეგიის მიხედვით, ქალთა ჩემპიონთა ლიგამ მომდევნო სეზონში მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა უნდა მოიზიდოს, რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, კოვიდ-პანდემიისა და ცარიელი სტადიონების მიუხედავად, ტურნირს ტელევიზიითა და ინტერნეტსტრიმინგით ყველაზე მეტმა ადამიანმა უყურა (აღნიშნული ტურნირის ისტორიაში). საბოლოოდ, ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონის“ ქალთა გუნდმა „ლონდონის“ ჩელსის ქალთა გუნდი დაამარცხა.

ტურნირის ლოგო მამაკაცთა გათამაშების ლოგოტიპის გარკვეულ დეტალებს იმეორებს, ჰიმნი კი შემდეგი შინაარსისაა: 

All unite

Das große Spiel (the biggest game)

The time is now

C’est maintenant (it’s now)

They stand

With pride


„ბრენდის ახალი იდენტობა აღნიშნულ ტურნირს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს, დიდი მოლოდინებისა და გამოწვევების წინაშე ვართ, ტურნირი იზრდება და მეტ ინტერესს იწვევს, აღნიშნული გათამაშება ასეთ საოცარ რებრენდინგს ნამდვილად იმსახურებდა“, – განაცხადა უეფას მარკეტინგის დირექტორმა, ლორენ ეფშტაინმა.

შეგახსენებეთ, რომ აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ქართული გუნდიც მონაწილეობდა, ლანჩხუთის „გურიის“ გოგონათა გუნდმა პირველად ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და გათამაშებას შვედურ „როზენგორთან“ გამოეთიშა.

„ეს არის მხატვრობის უმაღლესი კატეგორია“ – რუსუდან ფეტვიაშვილი იაპონურ კულტურაზე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანიაში

„ჩემი ამ გადაწყვეტილებით, პლანეტას ერთით ნაკლები დამბინძურებელი ჰყავს“ – დანიელ დოინიცინი