ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას bpn ავრცელებს. მერის თქმით, ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, 11 თებერვლიდან ამოქმედდება:
„11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი – chargers.tbilisi.gov.ge და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას“.