კვირა დღეს ვინ გაიღვიძებდა დილაადრიან, რომ არა UFC298-ის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელსაც Setanta Sports-ს უნდა ვუმადლოდეთ. უფრო კონკრეტულად, კომპანიამ თბილისის ყველაზე დიდ Alma-ს სარეკლამო ეკრანებზე ლაივ რეჟიმში აჩვენა მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას შთამბეჭდავი გამარჯვების კადრები.
ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო ქართველი ქომაგებისთვის, რადგან საშუალება მიეცათ, ერთად ეყურებინათ და აღენიშნათ მერაბ დვალიშვილის გამარჯვება ყოფილ სამგზის ჩემპიონზე; და ილია თოფურიას ისტორიული ნოკაუტით საჩემპიონო ქამრის დაუფლება. ერთმანეთისთვის ამ „ცოცხალი“ რეაქციების გაზიარება კი ცალკე მუხტად, ემოციურ სანახაობად იქცა.
#SetantaSports #პირდაპირსაქართველოდან
[R]