სილამაზე არ არის მიზანი, – აცხადებს პროფესიონალი სპორტსმენი რონდა როუზი – პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 2008 წელს პეკინში, ბრძოლაში წესების გარეშე. ქალი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე იყო ამერიკის ჩემპიონი ამ დაუნდობელი სპორტის სახეობაში, დღეს Reebok-ის რეკლამაში სუპერმოდელის სახით წარსდგა.
ვიდეორგოლში #PerfectNever კამერის წინ ის აბსოლუტურად შეცვლილია. ღრმა დეკოლტე მის ქალურობას უსვამს ხაზს, მაგრამ მალევე მისი უკუტრანსფორმაცია იწყება. იგი ჯერ ხელოვნურ წამწამებს და თმებს იშორებს, შემდეგ მაკიაჟს და ისევ ძლიერ სპორტსმენად გადაიქცევა. მიუხედავად ამისა, ის ისევ მომხიბლველ ქალად რჩება.
2015 წელს მან Ultimate Fighting Championship® (UFC)-ის ჩემპიონის ტიტული დაკარგა. ახლა კი ახალგაზრდა მებრძოლი შეეცდება ჩემპიონის სახელის დაიბრუნებას, სწორედ ამას უკავშირებენ Reebok-ის რეკლამაში რონდას გამოჩენას.
მართლაც, რა არის სრულყოფილება: ხელოვნურად შექმნილი სილამაზე, რომელსაც მაკიაჟი და კომპიუტერული პროგრამა ქმნის, თუ ის, რაც რეალურად ვართ? მთავარია ვიყოთ მეტად ჰუმანურები, ეს არის ჩვენი სრულყოფილების საყრდენი, მოგვიწოდებს Reebok-ი ამ რეკლამით.
ვიდეორგოლზე სააგენტო Venables Bell & Partners-მა იმუშავა.














