in

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, უცხოპლანეტელები დროში მოგზაური ადამიანები არიან

თქვენი აზრით, უცხოპლანეტელები არსებობენ? თუ კი, ვინ არიან ისინი? ან როგორ გამოიყურებიან? ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებით პროვოკაციულია. ბრიტანელი ასტრონავტი ტიმ პიკი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ საუბრობს და მას დროში მოგზაურ ადამიანებთან აკავშირებს.

M2
M2

სატელევიზიო გადაცემა Good Morning Britain-ის სტუმრობისას პიკი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუბრობდა, როდესაც ერთ-ერთი პილოტის თეორია გააჟღერა: „პილოტი ჰყვებოდა, რომ პოტენციურად, მომავალში  დროში მოგზაურობის გზებისთვის აღმოჩენა შეეძლებოდათ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ეს რაღაც მომავლიდან იყოს“. 

ალბათ, ეს იმაზე გიჟურად ჟღერს, ვიდრე არამიწიერი უცხოპლანეტელების კონცეფცია… თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ თეორიას განიხილავენ — მასზე ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში ალაპარაკდა მონტანას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი მაიკლ მასტერსი, რომელმაც თემატური წიგნიც კი გამოსცა. ეს უკანასკნელი იმ ნარატივს უჭერს მხარს, რომლის თანახმადაც უცხოპლანეტელები „მომავლის ჩვენ“ ვართ. ხოლო მომავლის ადამიანების მიერ ზოგიერთი ჩვენგანის გატაცება და ამოუცნობი ობიექტების მართვა ანთროპოლოგიურ კვლევებს ემსახურება.

„სავარაუდო გატაცებების შესახებ ისტორიები ძირითადად მეცნიერულია. ალბათ, მომავალი ანთროპოლოგები, ისტორიკოსები, ლინგვისტები ინფორმაციის მისაღებად იმ ტექნოლოგიებით ბრუნდებიან, რომელთაც ჩვენ ამჟამად არ ვფლობთ“, — განმარტავს მასტერსი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროს უფრო მოგვაგონებს — ნარატივი საინტერესო და მომხიბვლელი ჩანს, მაგრამ მეცნიერულად მისი დადასტურება ძნელია. ვინ იცის, იქნებ მეცნიერებმა მრავალ ჰიპოთეზას შორის ერთ ჭეშმარიტს მიაკვლიონ, ან ყველა მათგანი დაამსხვრიონ…

5 ქართველი, რომელიც უცხოურ თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწეობს

აი, როგორ უნდა იხელმძღვანელოთ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში