in

მაკდონალდსის სოციალური კამპანია „უფრო ახლოს, უფრო მარტივად“

შრომით- თერაპიულ სახელოსნოში „ქედელი„ მაკდონალდსის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიისთვის „ უფრო ახლოს, უფრო მარტივად“ ჭიქის ხელნაკეთ აქსესუარებს დაამზადებენ.

მაკდონალდსი უფრო ახლოსკამპანიის ფარგლებში, რომელიც 23 ნოემბერს დაიწყება, შეიქმნა სპეციალური მენიუ, რომლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქსესუარი საჩუქრად გადაეცემა. ტრადიციისამებრ, მაკდონალდსი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად გახდნენ ქველმოქმედების თანამონაწილე. აქციიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვათა სახლს და საჭიროების მიხედვით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბენეფიციართა სოციალურ ინტეგრაციას მოხმარდება.

„მოხარულები ვართ, რომ მაკდონალდსმა საქართველში, სოციალურ საწარმოსთან ასეთი მასშტაბური თანამშრომლობა წამოიწყო. ჩვენ ახალი კამპანიის სლოგანი, „უფრო ახლოს უფრო მარტივად“ , განსაკუთრებით მიესადაგება ამ პარტნიორობას.

მომხმარებელს მაკდონალდის იმ რესტორანში, სადაც კამპანიის დაანონსება მოხდება, დახვდებიან მენეჯერები, რომელთაც ჟესტურ ენაში ტრეინინგი ჩაუტარდათ, ადაპტირებული გარემო, პანდუსები და ბრაელის შრიფტით დაწერილი მენიუ. იმედს გამოვთქვათ, რომ ჩვენი ერთგული მომხარებლები განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთვებიან ამ წამოწყებაში და შეიტანენ საკუთარ წვლილს ქველმოქმედებაში.‘’ – განაცხადა მაკდონალდსი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

#რავაჩუქო ? – შეკითხვა, რომლის პასუხსაც ქართული ინტერნეტ სივრცე ელოდება

“Lipton”-ის მოპარული, მაგრამ ეფექტური რეკლამა.