26
Oct
2016

ბავშვების ენაზე ამეტყველებული უფროსები Mentos–ის კამპანიაში

26 Oct 2016



მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელები ვათვალიეროთ და ტვინი უამრავი არასაჭირო ინფორმაციით გამოვიჭედოთ, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა გვავიწყდება. გვავიწყდება ღიმილიანად მისალმება და თავაზიანად მოკითხვა. მთელი ყურადღებით ინტერნეტ სივრცეში გადაშვებულებს, აღარ გვახსოვს ის მხიარულება, რაც ცოცხალ ურთიერთობებს მოაქვს. იმისთვის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ კონტაქტის “ძველი ტრადიციები” Mentos–მა არაჩვეულებრივი კამპანია წამოიწყო.

უნდა ვაღიაროთ, რომ უფროსებს საუბარსა და გამოხატვაზე უკეთ, ჩვენდა სამწუხაროდ, პოსტების წერა გამოგვდის… მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ისინი, ვისაც არც უშუალობა აკლია, არც მხიარულება და არც საუბრის სურვილი. ეს, არც მეტი არც ნაკლები, ბავშვები არიან. სწორედ ბავშვებს სთხოვა ბრენდმა დახმარება კამპანიისთვის და კიდევ რამდენიმე მოხალისე უფროსიც მოიშველია. კამპანიის მიზანი მარტივია, კონტაქტი უცხო ადამიანებთან, მათი გაცნობა და გასაუბრება. მიზნის მისაღწევად Mentos–მა პატარა მხიარული ბავშვები მონიტორებთან და მიკროფონთან დასვა, ხოლო უფროსები სპეციალური მოსასმენი აპარატურით აღჭურვა და დავალების შესასრულებლად გაუშვა. მყუდროდ მოკალათებული პატარა ონავრები მოხალისეებს კარნახობდნენ, ვისთან უნდა მისულიყვნენ და რა ეთქვათ.

 

 

წარმოიდგინეთ, რა საყვარლად გამოიყურება ბავშის ენაზე ამეტყველებული უფროსი ადამიანი, გამვლელები გაოგნებულები და ცოტათი დაბნეულებიც კი იყვნენ. თუმცა, მიუხედავად სასაცილო ზღაპრებისა და უხერხული კითხვებისა, Mentos–ის ჩანაფიქრი მაინც განხორციელდა. კამპანიის ფარგლებში, ადამიანებმა სმარტფონები ცოტა ხნით დაივიწყეს და საუბარი დაიწყეს.

განხილვა