რა თქმა უნდა, თქვენ გინდათ გამოიყურებოდეთ გუნდურ მოთამაშედ, თუმცა, თქვენთვის არახელსაყრელ შემოთავაზებებზე ყოველთვის თანხმობის თქმა მოგიტანთ ფეხსაცმლის საწმენდი ტილოს რეპუტაციას. მენეჯერები ხშირად გვთხოვენ ისეთ რამეს, რისი შესრულებაც ჩვენთვის სასარგებლო არ არის, მაგალითად: ვიმუშაოთ გვიანობამდე, დასვენების დღეებში, დავესწროთ კონფერენციას ვიქენდზე, როცა უკვე დაგეგმილი გვაქვს სასურველი ჯგუფის კონცერტზე წასვლა, დავეხმაროთ სხვა კოლეგას პროექტის დასრულებაში და ა.შ. იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ვიყოთ გუნდის სრულფასოვანი წევრი, საჭიროა დავრჩეთ ბედნიერები სამსახურში. „თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, რომ ბოსი შესაძლოა გაგიჟდეს, თუ იტყვით უარს გვიანობამდე ან შაბათ-კვირას მუშაობაზე, თუმცა, როცა გაქვთ დრო რელაქსაციისთვის, დღის ბოლოს თუ მეორე დღეს, თქვენ ხართ გაცილებით ინოვაციურები და პროდუქტიულები”. – ამბობს Thrivatize LLC-ს დამფუძნებელი და CEO სუზ ოდონელი.
მეწარმეთა უმეტესობა დარდობს სამუშაო საზღვრების დაწესებაზე. მათი აზრით, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი არ არიან მონდომებულები. ოდონელი ეძახის დაშინებულ თანამშრომელს მას, ვინც იმუშავა ზედმეტი საათები და შაბათ-კვირა იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდა ამ დროს რამე დაგეგმილი. თუმცა, გვიანობამდე მუშაობა, ზოგჯერ, შესაძლოა გამოხატავდეს მონდომებასა და მეტის გაკეთების სურვილს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამშრომლის ინიციატივით ხდება და არა მენეჯერის დაძალებით. არასდროსაა ადვილი უთხრათ უარი თქვენს უფროსს. სიტყვა „არა” ნეგატიურად მოქმედებს საუბრისას, მით უფრო, შესაძლოა გაღიზიანება და კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც, რა თქმა უნდა, არც ერთი მხარისთვის არის ხელსაყრელი. უარის თქმას თავისი დიპლომატიური ფორმები აქვს, რომელიც მეტად კოლეგიალურს წარმოგაჩენთ. მარკეტერი წარმოგიდგენთ უარის თქმის 5 ფორმას, რომელიც დაგეხმარებათ შეეწინააღმდეგოთ უფროსს სიტყვა „არას” უთქმელად.
თქვით „დიახ, თუმცა…”
როდესაც თქვენი უფროსი გაძალებთ დარჩეთ გვიანობამდე, რომ დაასრულოთ ანგარიში, გააცნობიერეთ თხოვნა, თუმცა, განსაზღვრეთ სამუშაოს შესრულების ვადები და საჭიროება. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „არა, მაგრამ…” ეცადეთ თქვათ – „დიახ, თუმცა ..” მაგალითად: „დიახ, თუმცა მე მაქვს ვალდებულება ამაღამ, რომელსაც ვერ გავტეხ. რა დროით დაგჭირდებით?” ასე თქვენი უფროსი გაიგებს, რომ თქვენ გსურთ მისი დახმარება, თუმცა, შესაძლოა დრო არ გქონდეთ ამისთვის. დედლაინის თხოვნით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სამუშაოს გადაუდებლობისა და საჭიროების შესახებ. გაიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დავალების შესრულება თქვენთვის და თქვენი სამსახურისთვის.
თქვით დიახ თხოვნების ნაწილზე
შესაძლოა, თქვენი უფროსი გთხოვთ დახმარებას დიდი პროექტის ფარგლებში, რომელზე მუშაობითაც დაინტერესებული ხართ, თუმცა არ გინდათ, რომ იყოთ ამ პროექტის მენეჯერი. თუ გინდათ პროექტის ნაწილში გაუწიოთ დახმარება უფროსს და ისიც იცით, რომ ამ სახის დახმარება თქვენს დიდ დროსა და რესურსს არ მოითხოვს, შეგიძლიათ თქვათ – “არ ვფიქრობ, რომ ვარ საუკეთესო კანდიდატი ამ საქმისთვის, რადგან მე უკვე მაქვს სხვა პროექტი, რომელზეც მთელი ჩემი ყურადღება მაქვს კონცენტრირებული, თუმცა, პარალელურად შევძლებ გავაანალიზო მონაცემები, თუ სხვა დაწერს ანგარიშს.”
შეცვალეთ თხოვნა
როდესაც თქვენ გინდათ, უარი თქვათ მენეჯერის თხოვნაზე, გააკეთეთ სიტუაციის პერიფრაზი და დაანახეთ თქვენს უფროსს დამატებითი პერსპექტივა – ამბობს რობინ ტინგლი, „10 აუცილებლობა მილენიალის მოტივაციისთვის” – ავტორი. ის გვთავაზობს დაყოთ თქვენი რეაქცია სამ ნაწილად, პირველი: გააცნობიერეთ თხოვნა, წარმოაჩინეთ, რომ ის პრიორიტეტულია თქვენთვის და თქვით – „მე მესმის, მნიშვნელოვანია ჩავეტიოთ დროში”, შემდეგ, წარმოაჩინეთ პერსპექტივა – „კვირების წინ დავჯავშნე ბილეთი და ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ დავესწრო ოჯახურ ვახშამს”, საბოლოოდ, გადაწყვიტეთ, შეცვლის თხოვნა თქვენს გეგმებს თუ არა? გიღირთ შემოთავაზება გეგმების შეცვლად? ამისათვის, შეგიძლიათ იკითხოთ: „მოვასწრებ ამ საქმის მოგვარებას წასვლამდე? რა შემიძლია გავაკეთო თქვენ დასახმარებლად, სანამ წავალ?”
შესთავაზეთ ალტერნატივა
იყავით მკვეთრი და ლაკონური იმასთან მიმართებაში, რაზეც აპირებთ უარის თქმას, განმარტეთ, რატომ ვერ ამბობთ კის და შესთავაზეთ უფროსს ტქვენ მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტა. მაგალითად, თქვით: „არ შემიძლია დავრჩე გვიანობამდე ამაღამ, ამ პროექტზე სამუშაოდ, რადგან უნდა გამოვიყვანო ბავშვი ბაღიდან. თუმცა, შემიძლია დაველაპარაკო ნათიას და გავიგო, თუ შეუძლია მას თქვენი დახმარება.” ასე არ იხდით ბოდიშს მოუცლელობის გამო.
გამოიყენეთ თავგამოდებული თანამშრომელი, თუმცა, აიღეთ პასუხისმგებლობა
როდესაც თქვენი მენეჯერი გთხოვთ აიღოთ დავალება, რეალურად, ის გთხოვთ აიღოთ პასუხისმგებლობა ამ სამუშაოს შესრულებაზე. შესაძლოა, თქვენ არ ხართ ის, ვინც კარგად გაართმევს თავს ამ სამუშაოს, დაფიქრდით ამაზე სანამ უარს იტყვით ან დათანხმდებით. შეგიძლიათ უთხრათ უფროსს: „თუ გიორგის შეუძლია იმუშაოს მონახაზზე ამაღამ, მე დავასრულებ მის მიერ დაწყებულ სამუშაოს ხვალ და თქვენ გექნებათ პროექტი დედლაინამდე.” გაითვალისწინეთ, რომ თავგამოდებული მომუშავის მიმართ უნდა გამოხატოთ მადლიერება, გაუკეთოთ საჩუქარი ან ეცადოთ ასიამოვნოთ, რადგან ის იმუშავებს იმ დროის განმავლობაში, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ პირადი მიზნებისთვის.