in

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ ბლოკჩეინ ლაბორატორია დააარსა

საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლამ ბლოკჩეინ ლაბორატორია დააარსა. მათი განმარტებით, ეს არის განსაკუთრებული გარემო, რომელიც აღჭურვილია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან სამუშაო მოწყობილობებით.

BOG
BOG

 

„საქართველოს უნივერსიტეტში (UG) ინოვაციების ბუმი გრძელდება.​ ბლოკჩეინი ეს არის რევოლუციური სისტემა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო, მდგრად და გამჭირვალე ქსელად ითვლება. ის არის განაწილებული მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსებულია ბლოკჩეინის ქსელის მონაწილე ყველა კომპიუტერებზე, სადაც ხდება მონაცემების მუდმივი განახლება. ახალი მონაცემების ჩაწერისას თითოეული კომპიუტერი თავის თავში ამოწმებს მის სიზუსტეს. ბლოკჩეინში განხორციელებული ჩანაწერის ცვლილება ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია“.

UG-ის ბლოკჩეინ ლაბორატორიაში სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, გადაჭრას პრაქტიკული ამოცანები. გარდა ამისა, ლაბორატორიაში ქართველი და უცხოელი მენტორები ჩაატარებენ სემინარებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს, რაც სტუდენტებს დაეხმარება, გაიღრმავონ ცოდნა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართულებით.

„ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლაში იგეგმება ინფორმატიკის პროგრამაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საგნების შესწავლა, რაც ხელს შეუწყობს ამ ტექნოლოგიებში პროფესიონალი, მცოდნე კადრის ჩამოყალიბებას. აგრეთვე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის  გამოყენებით საქართველოს უნივერსიტეტი გეგმავს უნივერსიტეტის ბაზაზე  საკუთარი ICO  გაკეთებას, რაც იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოს  საგანმანათლებლო ბაზარზე“.

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბლოკჩეინ ლაბორატორიამ,  ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველოსა და ISM -Blockchain Systems Institute – თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მათი თქმით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და აღნიშნული ტექნოლოგიებით დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას.

[R]

მუშაობისგან გადაიწვით? 4 კითხვა, რომელიც სამსახურიდან წასვლაზე ან დარჩენაზე დაგაფიქრებთ

ჩამოტეხილი კბილის რესტავრაციის მორიგი ტექნოლოგია – UPDATE