„საქართველოს უნივერსიტეტი“ (UG) აგრძელებს სოციალურ კამპანიას „განათლება გაგამდიდრებს“. სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, უმაღლესი სასწავლებელი, ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობას. როგორც თავად ამბობენ, კამპანიის იდეა UG-ის მთავარი ფასეულობებიდან და ღირებულებებიდან მოდის.
„ამ კამპანიით გვსურდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ადამიანს ამდიდრებს როგორც სულიერად, ისე – მატერიალურად. თავდაპირველად, უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის გუნდის წევრები, ვინც ამ კამპანიაზე ვმუშაობთ, ვფიქრობდით, როგორ მიიღებდა საზოგადოება ამ მესიჯს. აქამდე არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ასე ხმამაღლა არ განუცხადებია, რომ განათლება ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თამამად გვეთქვა ეს საზოგადოებისათვის. ამ გადაწყვეტილების სისწორეში, ფოკუს ჯგუფებთან მუშაობამ, მათმა უკუკავშირმა და ამ გზავნილის სწორად აღქმამ დაგვარწმუნა“.
ასე დაიწყო კამპანია, რომელიც მთავარ სათქმელს, რომ „განათლება გაგვამდიდრებს“, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში, ეტაპობრივად ავრცელებს:
- მაგალითად, აუთდორ რეკლამა ქალაქის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე – ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, ასტრიდ ლინდგრენის, ბენჟამენ ფრანკლინის, ნელსონ მანდელას გამონათქვამები განათლების მნიშვნელობაზე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/TheUniversityofGeorgia/videos/647238766016658/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
- კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია კონკურსი: რა არის განათლება?, რომელიც UG-ის პიარისა და მარკეტინგის გუნდმა, სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა.
„ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, გაეზიარებინა, რას ნიშნავს განათლება მისთვის. გამარჯვებული გახდა სტუდენტი ტყიბულიდან, რომელმაც საკმაოდ საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა. მის ფრაზას გამოვიყენებთ აუთდორ კამპანიაში და განთავსდება ავტობუსის გაჩერებაზე, უკვე არსებულ, სხვა ვიზუალებთან ერთად“.
- კამპანიის ფარგლებში, UG-ის გუნდმა მოამზადა სპეციალური რუბრიკა რა არის განათლება?
„თანამედროვე ქართველ მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს (ინფლუენსერებს განათლების სფეროში), ვუსვამთ კითხვას „რა არის განათლება?“ და ვიდეოს, სოციალური ქსელის მეშვეობით რეკლამაზე ვუშვებთ. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ვიდეოები კიდევ უფრო ძვირფასი და ფასეული გახდება“.
- ასევე დაიწყო პრინტ კამპანია, რომლის ვიზუალებზე დატანილია სხვადასხვა, ქართველი და უცხოელი მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები და მათი ფრაზები განათლებასთან დაკავშირებით.
- კამპანიის ნაწილია ბიბლიოთეკები CSR – 2 წლის წინ საქართველოს ექვს რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, გურია-აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი) უნივერსიტეტმა ოფისები გახსნა და ადგილობრივებს სისტემატიურად სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო – შემეცნებით ღონისძიებებს. ახლა, კამპანიის ფარგლებში, გადაწყვიტეს, რეგიონული ოფისებისთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიეცათ, ადგილობრივებისთვის კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი შეეთავაზებინათ. ამიტომ, ექვსივე რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გახსნეს.
„ჩვენი აზრით, ბიბლიოთეკების გახსნა რეგიონებში დამატებითი შესაძლებლობაა, რომ ადგილობრივები გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები არის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მაღალკლასელებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს“.
- UG-ის კამპანიის კიდევ ერთი კომპონენტია შემეცნებითი ლექციები მთელს საქართველოში – უნივერსიტეტის პროფესორები, სრულიად უფასოდ, თბილისში და იმ ექვს რეგიონში, სადაც მათი ოფისებია, ატარებენ სხვადასხვა ტრენინგებს მოსახლეობისთვის საინტერესო თემებზე.
- „ გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, გვაქვს სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, წიგნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას შემთხვევითობის პრინციპით გავუგზავნეთ წიგნები“.
- მალე „გაეშვება“ საიმიჯო ვიდეოები. შემეცნებითი ხასიათის რგოლები ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში გავა.
„სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრისას, ყოველდღიურად ვიღებთ უკუკავშირს. ბევრი აღნიშნავს, რომ ეს კამპანია მათთვის ძალიან საინტერესო, განსხვავებული და დამაფიქრებელია. ასევე ყოველდღიურად ვიღებთ უკუკავშირს სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც ძალიან დადებითად ეხმაურებიან და აფასებენ ცნობილი ადამიანების ვიდეოებს, სხვადასხვა პრინტებს, განათლებასთან დაკავშირებულ პოსტებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, უკუკავშირი ნამდვილად ემთხვევა ჩვენს თავდაპირველ მიზანს“.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ ეს კამპანია, რომლის მთავარი მიზანიც განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ივნისში დასრულდება. წინ კიდევ რამდენიმე კომპონენტია.
„კამპანიის ფარგლებში, ვგეგმავთ, ერთ-ერთ ქართულ წარმატებულ კომპანიასთან ერთად, სოციალურ პროექტს. ამასთანავე გპირდებით სხვა ბევრ საინტერესო პროექტს“.
რამდენად ეფექტური იქნება კამპანია, „საქართველოს უნივერსიტეტი“ დეტალურად მისი დასრულების შემდეგ, კვლევის შედეგებით შეაფასებს.
[R]