in

საქართველოს უნივერსიტეტი ფოტოკონკურსს აცხადებს 

საქართველოს უნივერსიტეტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბიტურიენტებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს. ორგანიზატორების თქმით, „ფოტომთხრობელი“ ახალგაზრდებს უფასოდ სწავლის შანსს აძლევს. „ფოტომთხრობელის“ მთავარი მოთხოვნაა, მონაწილე იყოს აბიტურიენტი, (მე-12 კლასელი) საკონკურსო ფოტოების გადაღება კი შესაძლებელია ნებისმიერი კამერით, მათ შორის,„სმარტფონით“.

BOG
BOG

„I ადგილზე გასული მონაწილე 1000 ლართან ერთად, 1 წლიან, 100%-იან სასწავლო გრანტს მიიღებს საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამაზე სწავლისთვის. II ადგილზე გასულ აბიტურიენტს გადაეცემა 700 ლარი და 1 წლიანი 70%-იან სასწავლო გრანტი ჩვენს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის პროგრამაზე სწავლისთვის. III ადგილზე გასული მონაწილე კი 500 ლარსა და 1 წლიან 50%-იან სასწავლო გრანტს მიიღებს“.

გარდა ამისა, ყველაზე მეტი Facebook LIKE-ის ფოტო რეპორტაჟის ავტორს 500 ლარი გადაეცემა. კონკურსის ფარგლებში, ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, უფასოდ დაესწროს ცნობილი ფოტოგრაფების მასტერკლასს.

გამარჯვებულებს პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შემდგარი, კვალიფიციური ჟიური – გურამ წიბახაშვილი, იური მეჩითოვი და ვახტანგ კუნცევ – გაბაშვილი – გამოავლენს. საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა GALLERY CONTAINER-ში მოეწყობა.

[R]

PepsiCo საქართველო, საერთაშორისო კვლევის მიხედვით, 2018 წლის ევროპის საუკეთესო დამსაქმებელია

კიდევ ერთი ქართველი Balenciaga-ში! სალომე სულავას კარიერა ფრანგული მოდის სახლში