in

„საქართველოს უნივერსიტეტში“ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

3 მაისს, რიგით მესამე კიბერუსაფრთოების საერთაშორისო ფესტივალს, ტრადიციულად, „საქართველოს უნივერსიტეტმა“ უმასპინძლა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მასშტაბის ფესტივალი საქართველოში ერთადერთია და ამ პლატფორმაზე ერთმანეთს, პირისპირ, ქვეყნის კიბერსივრცის ყველა დაინტერესებული მხარე ხვდება.

BOG
BOG

 

„სპეციალურად მოწვეული სპიკერები, განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში; კიბერსაფრთხეები და სახელმწიფოს როლი; კიბერუსაფრთხოების იურიდიული ასპექტები; კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი; პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში და სხვა. ფესტივალში მონაწილე სამთავრობო, სამოქალაქო, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს  დისკუსიის, აზრთა გაცვლისა და მიმდინარე გამოწვევების გადაჭრის გზებზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ“.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე, საქართველოში პირველად, განიხილეს “დომენური სახელების სისტემების უსაფრთხოება DNSSEC“. ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური პრეზენტაცია ინტერნეტ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების, ქართული ოპერაციული სისტემის, ქართული ანტივირუსისა და ქართული SIEM – ის შესახებ.

„კიბერუსაფრთხოება ეს ის საკითხია, რომელიც დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის აქტუალურია, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, მსგავსი მასშტაბის ფესტივალები იდეების გაცვლასა და საკითხის მიმართ ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს“.

„საქართველოს უნივერსიტეტთან“ (UG) ერთად, ფესტივალის ორგანიზატორი „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“ იყო.

[R]

ახალი Porsche 911 – „უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი და ციფრული“ 

აუგმენტური რეალობის სათვალე, რომელიც ტელეფონზე ერთდება