in

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კიბერუსაფრთხოების კვალდაკვალ

„საქართველოს უნივერსიტეტის“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, CyberEDU პროექტის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა ევროპის, ბალტიისპირეთისა და პოსტ საბჭოთა ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებში განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიღწევების გაზიარებას ემსახურება.

„პროექტის მიზანია პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში კიბერუსაფთხოების სასწავლო პროგრამებში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, პროფესიონალთა ქსელის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს კიბერუსაფრთხოების მომავალ სპეციალისტებს, მიიღონ ინოვაციური და თანამედროვე განათლება.

საქართველოს უნივერსიტეტში“, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი. ამასთან, ჩვენი სტუდენტები კიბერ ოლიმპიადებზე, კიბერ შეჯიბრებებსა და კიბერ ჰაკათონებზე აქტიურად მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სამაგისტრო პროგრამის შექმნა კიბერუსაფთხოების მიმართულებით, რაც, ვფიქრობ კიდევ ერთი, ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ამ მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ახალი ცოდნის მისაღებად“, – ამბობს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი, კახაბერ თავზარაშვილი.

პროექტი ფინანსდება შვედეთის ინსტიტუტის და NATO პარტნიორობისა და თანამშრომლობის უსაფრთხოების კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან კი, მონაწილეები არიან „საქართველოს უნივერსიტეტი“ და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“.

 

[R]

შვედეთი მანქანების პარკინგს შეხვედრის ადგილებად გარდაქმნის

ნახეთ: უნიკალური ყვითელი პინგვინი, რომელიც ველური ბუნების ფოტოგრაფმა დააფიქსირა