in

გზა დიდ ლიტერატურამდე – „ფოლიო“ უკვე 10 წლისაა

როგორც წესი, ყველა მკითხველს ახსოვს წიგნი, რომელმაც ლიტერატურის სიყვარული გაუღვივა. ის ნაწარმოები, რომლის ბოლო გვერდის გადაშლის შემდეგ პირველად გაუჩნდა სურვილი, თავადაც შეექმნა საკუთარი ამბავი. სწორედ ასე იწყება ბევრი მწერლის გზა – ერთი წაკითხული ისტორიით, რომელიც საბოლოოდ საკუთარ ისტორიად იქცევა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რა წავიკითხეთ პირველად და თუ რა დავწერეთ ინსპირაციით აღვსილებმა. ერთია უბრალოდ შექმნილი ნაშრომები და მეორეა ისინი, რომელთაც დღის სინათლე იხილეს და გარდა ახლობლებისა თუ მეგობრებისა ფართო საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს.

თუმცა, ყველა დაწერილი ტექსტი მკითხველამდე ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სივრცეები, რომლებიც ახალ ავტორებს პირველი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ასეთი ლიტერატურული აღმოჩენების ადგილია, ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ რომელიც 2016 წელს დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც წელს, უკვე მეათედ, გამოვლინდნენ საუკეთესო ლიტერატურული ნაშრომების ავტორები. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს მე -11, მე-12 კლასელებს, ასევე სტუდენტებს საქართველოს მასშტაბით, რომელთაც აერთიანებთ წერის სიყვარული და მოტივაცია გააცნონ თავისი ნაშრომები მკითხველს.

წელს, კონკურსის სამი საუკეთესო ავტორი კონკურსის ჟიურის წევრმა , მწერალმა და ლიტერატორმა – გიორგი კეკელიძემ გამოავლინა.

პირველ ადგილის მფლობელი მარიამ წიწრიაშვილი გახდა, ნაშრომით „ლიფსიტა“, საუკეთესო სამეულში კი – მეორე და მესამე ადგილები მედეა გუმბერიძეს ნაშრომმა „სამოთხე“ და ლევან გვარმიანის მოთხრობამ „კაენის შვილები“ გადაინაწილეს.

„ჩემი ნაშრომი, “სამოთხე” ვფიქრობ, დანაკართან შეგუების მცდელობაა, თუ რამდენად რთულია სიცოხლესთან გამომშვიდობება, მაგრამ რა შესაძლო სცენარი დაგხვდებოდა იქ – სამოთხეში. ამიტომ იმაზე ფიქრმა თუ რა პროცესია ადამიანების დაკარგვა გამიჩინა სურვილი დამეწერა მათ შესახებ. კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ფოლიოში მეორე ადგილის დაკავებამ ჩემი შემოქმედებითი თავდაჯერებულობა გაზარდა და ამისთვის მინდა  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს” – გვიზიარებს მედეა გუმბერიძე.

აღსანიშნავია რომ ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ წლიდან წლამდე მასშტაბურობის კუთხით საკუთარ რეკორდს ხსნის, უნივერსიტეტის ტრადიციულ ღონისძიებას თანაბრად ჰყავს მუდმივი „მწერლების გუნდი“ და რაღა თქმა უნდა, ახალი სახეები თუ აღმოჩენები – წელს კი, მათ რიგებს სწორედ ეს გამარჯვებულები შეუერთდნენ. ტრადიციულად, უნივერსიტეტის რჩეულთან ერთად, რომელიც ვაჩე ყანჩაველი გახდა, ნაშრომით „სარდაფში, აბლაბუდებში“ 

წლევანდელ საიუბილეო კონკურსს განსაკუთრებული კონცეფციაც ჰქონდა. „ფოლიო X“ საქართველოს უნივერსიტეტის 2026 წლის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილის – „აღმოაჩინე მეტი“ – ირგვლივ გაიმართა. ეს თემა მონაწილეებისთვის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა. კონცეფციის იდეა იყო, ავტორებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებში, მოვლენებსა თუ ადამიანურ გამოცდილებაში ახალი პერსპექტივები დაენახათ, ნაცნობი ისტორიები განსხვავებული კუთხით გაეაზრებინათ და მკითხველისთვის ის „მეტი“ აღმოეჩინათ, რომელიც ხშირად ერთი შეხედვით შეუმჩნეველი რჩება.

როგორც პირველ ადგილზე გასული ნაშომის  „ლიფსიტა“ -ს ავტორი, მარიამ წიწრიაშვილი გვიზიარებს, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა იყო გზა მოეყოლა ამბავი – ამბავზე, ისტორია, თუ როგორ გაწირა ინგუშმა ბიჭმა სიცოცხლე მეგობრისთვის, ტექსტში პერსონაჟები გამქრალ ღმერთს ელოდებიან, თუმცა ამას აზრი არა აქვს. ამბავი მოძრაობაში გამოხატულ სიცოცხლეზეა, ზღვაში გასვლის გამბედაობაზე, როცა უმნიშვნელო ხდება, ჩაიძირები თუ არა. მთავარია, ნაპირზე დარჩენაზე თქვა უარი. მისი მოთხრობა იწყება სიტყვებით: „ხიზირ დერბიჩევს ყველაზე ცოცხალს ცოცხალთა შორის“ და გვიყვება ინგუში ახალგაზრდის თავგანწირვის ისტორიას მეგობრის გადასარჩენად. სწორედ ასეთი ამბების აღმოჩენისა და გაზიარების შესაძლებლობას ქმნის „ფოლიო“ უკვე ათი წელია.

ათი წლის განმავლობაში „ფოლიო“ კონკურსზე ბევრად მეტი გახდა. ის არის ადგილი, სადაც პირველი გამოქვეყნებული ტექსტი ხშირად პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ხდება. ადგილი, სადაც ახალგაზრდა ავტორები საკუთარ ხმას პოულობენ, ხოლო მკითხველი – ახალ სახელებს.

შესაძლოა, წლების შემდეგ ვინმემ საყვარელი წიგნების ჩამონათვალში სწორედ „ფოლიოს“ ერთ-ერთი გამარჯვებული მოთხრობა დაასახელოს; და შესაძლოა, სწორედ ამ წიგნმა შთააგონოს კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ პირველ ისტორიას დაწერს.

აღსანიშნავია, რომ ფოლიო X დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორების მხრიდან დაანონსდა საიუბილეო სიახლე, რაც წლების შედეგად გამოვლენილი ნაშრომების ერთ კრებულად გამოცემას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად ნაშრომების ნახვა მკითხველს ონლაინ სივრცში შეუძლია, დამატებით კრებული საქართველოს უნივერსიტეტის სახელით გამოიცემა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  წლების მიხედვით გაეცნონ გამარჯვებულ ნაშრომებს. დამზადდება როგორც მატერიალური სახით, ბიბლიოთეკისათვის ასევე, ელექტრონული ვერსია, რაღა თქმა უნდა, მათ შორის მოხვდება ამ წლის გამარჯვებული ნაწერებიც, „ლიფსიტა“, „კაენის შვილები“ და „სამოთხე“.

[პარტნიორის კონტენტი]

სინტაქს აკადემიას გლობალური გიგანტი – ISACA საქართველოში შემოჰყავს!

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს