in

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს ევროპასა და ამერიკაში გაცვლითი პროგრამების მოქნილ სისტემას სთავაზობს

საქართველოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია საგანმანათლებლო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს.

BOG
BOG

სტუდენტებს წელიწადში ორჯერ  აქვთ შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ გამოცდილება, ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და მოიპოვონ გრანტი.

საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი – გენო ქუტაშვილი

ყოველთვის მინდოდა გაცვლითი პროგრამით უცხოეთში სწავლა.  ეს შანსი კი საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა.  ჩვენთან მუდმივად ცხადდება გაცვლითი პროგრამები.  ერთ დღეს გამოცხადდა Erasmus Mundus Effort Scholarship.  მივიღე მონაწილეობა, გავიარე ყველა საჭირო ეტაპი, მოვიპოვე დაფინანსება და ჩავირიცხე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პოლონეთში, კერძოდ ლოძის უნივერსიტეტში.

ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება.  მე – 5 თვე მთავრდება რაც გაცვლითი სტუდენტი ვარ და ვფიქრობ, ძალიან გავიზარდე როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ აქ სწავლა გამიადვილა. UG არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო განათლება ევროპული ხარისხით და ის არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ უნივერსიტეტებს.

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი – ეკა მეგრელიშვილი

სტიპენდიების ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლა ჩემი პატარა, დიდი ხნის ნანატრი ოცნება გახლდათ.  როდესაც გავიგე, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ჩართული იყო EFFORT – ის პროექტში, შევიტანე განცხადება და დოკუმენტები.

შემდეგ გავიარე ყველა საჭირო ეტაპი და გავხდი გაცვლითი სტუდენტი  დიდი ბრიტანეთის – სამების წმინდა დავითის უელსის უნივერსიტეტში. დღესრტყ მე ჩემი საქართველოს უნივერსიტეტის უაღრესად მადლიერი ვარ.

მან საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მომცა ბიზნეს სფეროში, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის უცხოეთში  სწავლისას.  საქართველოს უნივერსიტეტში არსებულმა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ, რომელიც ნაწილობრივ ინგლისურენოვან კომპონენტებს ითავსებს, იდეალურად შემამზადა ბრიტანული უნივერსიტეტებისთვის.  ლექციების მსვლელობისას გუნდურად შემთხვევების შესწავლა და ანალიზი არ იყო ჩემთვის ახალი, როცა სამების წმინდა დავითის უელსის უნივერსიტეტში აღმოვჩნდი.  თუმცა, იყო ძალიან საინტერესო.   მასწავლიდნენ შესაბამისი სფეროს წამყვანი სპეციალისტები, გავდიოდი პრაქტიკების სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებებში, ვმუშაობდი ბიზნეს პროექტებზე.  ერთი სიტყვით,  უცხოეთში სწავლა იყო ძალიან საინტერესო აკადემიური გამოცდილება.

აბაზანის ბომბი – ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც თქვენს განწყობას „ააფეთქებს“

მოიგე საგზური და დაესწარი საერთაშორისო კონფერენციას #RockitWAW ვარშავაში