in

საქართველოს უნივერსიტეტი ინგლისურენოვან საზაფხულო სასერტიფიკატო კურსებს გთავაზობთ

თუ ზაფხულის ცხელი დღეების გატარება თბილისში გიწევთ, საქართველოს უნივერსიტეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლოთ კვალიფიკაცია, გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და გაეცნოთ ახალ მიდგომებს თქვენს სფეროში.

უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისურენოვან, ინტენსიურ, მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:
• პროექტის მენეჯმენტი
• ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
• სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
• მობილური აპლიკაციებისა და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები
• ლიდერობის და მოტივაციის ფსიქოლოგია
• სტრატეგიული კომუნიკაციის საფუძვლები
• საერთაშორისო ბიზნეს სამართალი
• ევროპული ენები


სასწავლო პროცესს წარმართავენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნ კონსტანტინე თოფურია : „საზოგადოება არ არის განებივრებული ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო კურსებით. აღნიშნული პროგრამები სრულიად ინოვაციურია, რომელიც შედგენილია ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიხედვით. კურსები განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებზე, დამწყებ სპეციალისტებზე, სტუდენტებზე და ყველაზე, ვისაც ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღება სურს. აღანიშნავია, რომ კურსებზე დარეგისტრირებულები არიან მსმენელები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ცოდნასთან ერთად შეიძინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თითოეული მონაწილის კარიერული განვითარებისთვის“.

დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ ეწვიეთ ბმულს: www.ug.edu.ge 

[R]

Lari Reader უსინათლოებისთვის – შშმ პირების მიერ შექმნილი კუპიურის ამომცნობი აპლიკაცია

Nike-მ, კრიშტიანუ რონალდუს ბავშვობის ფოტოზე, Adidas-ის ლოგო ჩაანაცვლა