in

UG Limes-ის საზაფხულო ტექნოლოგიურ ბანაკში დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ!

UG Limes რობოტიკის წამყვანი აკადემიაა საქართველოში, რომელიც 2013 წლიდან ზრუნავს ბავშვებისა და დიდების განათლებაზე ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მეცნიერების მიმართულებით. ამჯერად, აკადემია ტრადიციული საზაფხულო მხიარულებისთვის ემზადება და კიდევ ერთი ტექნოლოგიური ბანაკის მსურველებს ელის. ასე რომ, თუ ხარ 10-14 წლის და გაქვს დიდი სურვილი ზაფხული გაატარო სურამის ფანტასტიკურ და უსაფრთხო გარემოში, უამრავი გასართობითა და თავშესაქცევი თამაშით, ინტელექტუალური აქტივობებითა და უგემრიელესი კვებით, შეიძინო ახალი მეგობრები და უამრავი სასიამოვნო მოგონება, ჩვენთან ერთად წამოდი!

ბანაკში სულ 20 ადგილია, ასე რომ, არ გადადო რეგისტრაცია!

26 ივნისიდან, 5 ივლისის ჩათვლით, 10 დღის განმავლობაში, სასტუმრო სურამში, ეკოლოგიურად სუფთა, ნაძვნარით გარშემორტყმულ გარემოში გიმასპინძლებთ.

როგორ გაატარებ დროს?

აქტივობები: უნიკალური სამეცნიერო ვორქშოფები, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები 

სპორტული აქტივობები და ლაშქრობები, აუზში ცურვის საათები, სახალისო შემეცნებითი ექსპერიმენტები, გუნდური ინტელექტუალური თამაშები, კინოკლუბი, კითხვის საათი, დრონებისა და რობოტების შეჯიბრები, „მხიარული სტარტები“, კარაოკე საღამოები, კრეათონები, სამაგიდო თამაშები, განხორციელებული აქტივობების თვითრეფლექსია.

ბანაკს უხელმძღვანელებს UG Limes-ის მრავალწლიანი გამოცდილების, ტექნიკური და სამეცნიერო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური 4 ლიდერი (2 ადმინისტრატორი და 2 პედაგოგი).

უსაფრთხოება: UG Limes უდიდეს ყურადღებას აქცევს ბავშვების უსაფრთხოებას, ამიტომ, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გადამზადებულია და უფლებამოსილია გაუწიოს პირველადი დახმარება.

შესანიშნავი კვება:  სამჯერადი, მრავალფეროვანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით

ბანაკის სასტუმრომდე და შემდეგ, უკან – თბილისში ტრანსპორტირებას UG Limes უზრუნველყოფს.

ბანაკის გარემო: სასტუმრო სურამი, ეკოლოგიურად სუფთა ნაძვნარით გარშემორტყმულ, მყუდრო გარემოსთან ერთად

სასტუმროს პირობებში შედის: თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, ინდივიდუალური სველი წერტილი, ტელევიზორი, ინტერნეტი (სასტუმროს ტერიტორიაზე), სასტუმროში არის დამოუკიდებელი სასადილო ფართი, გათბობის სისტემა, მუდმივი ცხელი და ცივი (სასმელი) წყალი, ნომრების დალაგება ყოველდღიურად, ღია აუზი, შეზლონგები, აუზის პირსახოცები., გასართობი სივრცეები, საბავშვო ზონა, პარკინგი.

სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ამ ბმულზე.

ბანაკში მონაწილეობა ფასიანია. მოქმედებს შეღავათი დედმამიშვილებისთვის, იუჯი ლიმესის მოსწავლეებისა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

თუ ჩვენთან საუბარი გსურთ დეტალებზე, დაგვიკავშირდით ნომერზე: 579-670-670

 

[R]

Founder Institute-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა

დემნა გვასალია — პირველი ქართველი Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში!