in

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის ახალ სამაგისტრო პროგრამაზე

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლას ახალი სამაგისტრო პროგრამა დაემატა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 18 სექტემბერი. სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციის დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. პროგრამის მთავარი მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და შეძლებს თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას ისეთ საკითხებში როგორიცაა: IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი.

 

რა უნარებს შეიძენს სტუდენტი, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას?

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში, გაცნობიერებული ექნება ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოქჩეინ-ტექნოლოგიის რეალური პოტენციალი, ასევე შეეძლება განსაზღვროს თუ რა კიბერშეტევების წინაშე შეიძლება დადგეს ორგანიზაცია და რა იქნება ყველაზე ეფექტური გზა იმისათვის რომ რისკი მაქსიმალურად იქნეს აცილებული. პროგრამა ასევე სტუდენტს მისცემს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებსაც, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პროფესიულ საქმიანობაში.

დასაქმების პერსპექტივა

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები, ცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი.

 

[R]

Tinder-მა სერიალი გადაიღო

“ქართული კრეატიული სფეროს ბრენდინგი” – თიბისი Ad Black Sea-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე