UG სკოლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს. სკოლამ წარმატებით გაიარა ექსპერტების მიერ განხორციელებული COBIS-ის (Council of British International Schools) ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი და ოფიციალურად გახდა ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი.
COBIS წარმოადგენს ბრიტანული საერთაშორისო სკოლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ქსელს, რომელსაც 300-ზე მეტი სკოლა და ასობით განათლების პროფესიონალი აერთიანებს მსოფლიოს 80 ქვეყანაში. წევრობა იმ სკოლებს ენიჭებათ, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს აკადემიურ, ადმინისტრაციულ, უსაფრთხოებისა და ლიდერულ სტანდარტებს.
COBIS-ის წევრობა ადასტურებს, რომ სკოლა აკმაყოფილებს უმაღლეს ბრიტანულ საგანმანათლებლო სტანდარტებს სწავლების ხარისხში, სკოლის მართვაში, უსაფრთხოებასა და მოსწავლეთა კეთილდღეობაში. კომპეტენციების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება გუნდისთვის პრიორიტეტულია. COBIS უზრუნველყოფს უახლესი CPD ტრენინგებით, ვორკშოპებითა და სერტიფიკაციებით, რაც მასწავლებლების კვალიფიკაციას კიდევ უფრო მეტ დონეზე აიყვანს.
წევრობა სკოლას აძლევს პლატფორმას, სადაც სკოლის წარმატებები, ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკები საერთაშორისო დონეზე გაზიარდება ბლოგების, ვებინარებისა და კონფერენციების მეშვეობით.
მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, იყვნენ გლობალური ქსელის ნაწილი, ჩაერთვებიან COBIS-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოლიმპიადებში, აკადემიურ შეჯიბრებებში, დებატებში და გაცვლით პროგრამებში.
UG International School კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში ხარისხიანი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მიღება შესაძლებელია.
თინათინ თოფურია, UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი:
„COBIS-ის სრულფასოვანი წევრობა ჩვენი სკოლის დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ის, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს თანამედროვე, ღირებული და გლობალურად კონკურენტუნარიანი განათლება.
UG საერთაშორისო სკოლა მზად არის, კიდევ უფრო განაგრძოს განვითარება და მომავალ თაობას შესთავაზოს შესაძლებლობები, რომლებიც მათ გლობალურ სამყაროში წარმატებისთვის საჭირო უნარებს შესძენს“.
მანანა თევზაძე, UG სკოლის საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და ადმინისტრირების ხელმძღვანელი:
„ჩვენ მუდამ, უწყვეტად ვმუშაობთ წინსვლაზე! მიმდინარე წარმატება ერთ-ერთია იმ მრავალთაგანი პროექტისა, რომელზეც ვმუშაობთ! რას მივაღწიეთ ამჯერად? იუჯი სკოლა სრულად აკმაყოფილებს ბრიტანული საგანმანათლებლო სტანდარტების ყველა პუნქტს! ბრიტანული სტანდარტების ქვაკუთხედი კი ბავშვის უსაფრთხოებაა. უსაფრთხოება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური, ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ.
დღეისათვის სკოლის ყველა თანამშრომელი, დაწყებული დასუფთავების სამსახურიდან მაღალი დონის მენეჯმენტის ჩათვლით, ჩართულია ამ მიზნის განხორციელებაში. თითოეული მათგანი ბავშვის უსაფრთხოების შესახებ ინფორმირებული და შესაბამისი ცოდნით არის აღჭურვილი. წინ ახალი სიმაღლე გვაქვს – კობისის (ანუ ბრიტანული) სრული აკრედიტაცია, რაც უკვე აკადემიურ ნაწილსაც დაფარავს. მალე შეგატყობინებთ ამ ახალ წარმატებასაც!”
[პარტნიორის კონტენტი]










