საქართველოს უნივერსიტეტი, უკვე სამი წელია, წარმატებულად ახორციელებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. აწყობს ღონისძიებებს, ტრენინგებსა და მენტორულ შეხვედრებს დამწყები სტარტაპების დახმარებისთვის.
2017 წლიდან, უნივერსიტეტში ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory ფუნქციონირებს, რომელიც ეხმარება როგორც საკუთარ სტუდენტებს სტარტაპის განვითარებაში, აგრეთვე შესაძლებლობას აძლევს ინოვატორებს სხვა უნივერსიტეტებიდან მიიღონ მონაწილეობა საქართველოში წამყვან სააქსელერაციო პროგრამაში, რომელიც 500 Startup-ის მოდელზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ აქსელერაციის პროცესს უკვე რამდენიმე წარმატებული სტუდენტი ჰყავს, რომლებმაც სახელმწიფო და კერძო დაფინანსება მოიპოვეს, ხოლო წელს საქართველოს უნივერსიტეტმა საკუთარი ვენჩერული ფონდი ჩამოაყალიბა და პერსპექტიულ სტარტაპებს თავადვე აფინანსებს.
2020 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, UG Startup Factory-ის მონაწილე სამი სტარტაპი დაფინანსდა:
- FoodHub – პლატფორმა, რომელიც შეამცირებს საკვებ ნარჩენებს, ასევე დაუზოგავს რესტორნებსა და კვების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს მნიშვნელოვან რესურსებს;
- Florashop.ge- სტარტაპი, რომელიც ყვავილების ბიზნესის სისტემატიზაციას ახდენს;
- Develops.ge – პირველი ვებპლატფორმაა საქართველოში, რომლის მიზანს წარმოადგენს, მისცეს შესაძლებლობა ნებისმიერ პირს, მარტივად, ვებგვერდის დახმარებით მოძებნოს სასურველი კერძო პირები, ან კომპანია მისი IT პროექტის განსახორციელებლად.
საერთო ჯამში, ამ სტარტაპების ინვესტიცია 150.000 ლარს მიაღწევს.
UG Startup Factory აქტიურად აგრძელებს სტარტაპებთან თანამშრომლობასა და მათთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდებას.
[R]