7
დეკ
2017

UG-ის ინოვაციების ცენტრი სტარტაპერებს ბიზნეს იდეის განხორციელებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს

7 დეკ 2017

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ინოვაციების ცენტრი  StartUp Factory სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ  საკუთარი იდეა. ცენტრი იდეის ეტაპზე მყოფ გუნდებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, მოკლე დროში შექმნან პროდუქტი და გავიდნენ, როგორც ლოკალურ, ისვე საერთაშორისო ბაზარზე, 3 თვიან სააქსელერაციო პროგრმას სთავაზობს.

BOG PLUS

სააქსელერაციო პერიოდში სტარტაპერები მიიღებენ შემდეგ უფასო სერვისებს: 

  • სამუშაო სივრცე 24/7-ზე STARTUP FACTORY-ის ინოვაციების ცენტრში;
  • მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან წვდომა;
  • პროდუქტის პროტოტიპირების პროცესში ხელშეწყობა;
  • საჭირო ადამიანებთან დაკავშირების – DATING-ის პროცესი;
  • ტრენინგები, კონსულტაციები და რჩევები გამოცდილი ტრენერებისა და მენტორებისაგან;
  • იდეის განვითარებასა და სწორი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში დახმარება;
  • დემო დღეში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც პოტენციურ ინვესტორებს საკუთარ იდეებს გააცნობენ;
  • დაფინანსებებისა და გრანტების მოპოვებაში ხელშეწყობა.

STARTUP FACTORY ACCELERATOR-ში მისაღებად საჭიროა: 

  • იდეა, რომელიც არის ინოვაციური ან ჭრის რაიმე პრობლემას;
  • მოტივირებული და იდეის შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდი.

აქსელერაციის პროგრამისთვის, ჯამში, 10 სტარტაპი შეირჩევა, აქედან, 5 ფიზიკური აქსელერატორის რეზიდენტი,  5 კი ვირტუალური აქსელერატორის რეზიდენტი იქნება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპერებს ჩაუტარდებათ: 

  • ყოველკვირეული შეხვედრები წარმატებულ სტარტაპერებთან;
  • ტრენინგები და კონსულტაციები;
  • მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
  • ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 15/01/2018 – 15/04/2018

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი  StartUpFactory 

[R]

განხილვა