in

„UG სკოლის“ მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო ტურნირზე მიემგზავრებიან

8-9 თებერვალს, „UG სკოლის​“ გუნდი, ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) დაგეგმილ სამეცნიერო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მოსწავლეები, შეჯიბრზე, საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან.

„გუნდში 7 წარჩინებული მოსწავლეა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის მონაწილე წევრები, მთელი წლის განმავლობაში, კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად ემზადებოდნენ. მოსწავლეებს გაკვეთილები ფიზიკასა და ინგლისურში უტარდებოდათ. ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 14 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. გუნდს ხელმძღვანელობს „იუჯი სკოლის“ ფიზიკის მასწავლებელი გენადი კიანი, ხოლო გუნდის მწვრთნელი გახლავთ – მიხეილ კიანი, „იუჯი სკოლის“ ფიზიკის მასწავლებელი, კემბრიჯის მიმართულებით“.

ტურნირის დასრულების შემდეგ, მოზარდები, ჰარვარდის გეოლოგიის ისტორიულ მუზეუმსა და ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმს ეწვევიან.

[R]

„ჩუმი რევოლუცია ახლოვდება“ – HUMMER-ის დაბრუნება და ელექტროპიკაპი 1000 ცხენის ძალით

Starbucks-ის ზამთრის კამპანია თოვლისა და ზამთრის გარეშე