in

საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები TalTech-ის უნივერსიტეტში Web3-ის ტრენინგს დაესწრნენ!

საქართველოს უნივერსიტეტი რამოდენიმე წელია თანამშრომლობს TalTech-ის უნივერსიტეტთან, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ინფორმატიკის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ სემინარებსა და ვორკშოფებს, რომელიც სრულად დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის მიერ!

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა გასაუბრებები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. შედეგად, საქართველოს უნივერსიტეტმა შეარჩია სამი აპლიკანტი: ლევან ლომსაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და მიხეილ გიგაური. სამივე მათგანი ოთხი დღის განმავლობაში ესწრებოდა სემინარებს შემდეგ თემებზე: 

  • კრიპტოაქტივების ფინანსური ბაზრების გენეზისი
  • ნამდვილი ანონიმურობა და კონფიდენციალობა კრიპტოვალუტის ტრანზაქციებში
  • Smart კონტრაქტის აუდიტის შესავალი
  • ვირტუალური აქტივების პირველადი და მეორადი შეძენა
  • DAO მმართველობა და კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულაცია.

აღნიშნული ტრენინგი სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ისეთი სახის განათლება და უნარები, როგორიც დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია და განვითარების მაღალ საფეხურზეა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ჩატარების მთავარი ლობისტები არიან საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სულხან სულხანიშვილი და ინფორმატიკის ლექტორი ვახტანგ ჩხენკელი, რომელიც აგრეთვე კრიპტო ეთიკის დამფუძნებელია ესტონეთში.

ინფორმატიკის დეპარტამენტი ამით არ ასრულებს TalTech-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და სამომავლოდ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს!

[R]

მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენებს ბლოკავს

სმარტ აკადემიის ციფრული პროდუქტების ტესტირების პრაქტიკული კურსი და სტაჟირება TOP სტუდენტებისთვის