სულ მალე, Spotlight X გაიმართება. „სფოთლაითის“ ისტორია 2013 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის განმავლობაში, მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლების თავშეყრის ადგილად იქცა. 14 ივნისს, ღონისძიება ასეულობით სტუმარს უმასპინძლებს. ნაცნობი სპიკერები და ახალი სახეები, ვორქშოპები და ნეთვორქინგი – „სფოთლაითი“ ტრადიციას აგრძელებს. ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს უნივერსიტეტი. „სფოთლაითთან“ პარტნიორობაზე საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
M: როგორ ხედავთ „სფოთლაითის“ მნიშვნელობას თანამედროვე გადმოსახედიდან?
დღეს, როდესაც ტექნოლოგიები და ბიზნესგარემო განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებსა და ხედვებს უზიარებენ. სწორედ ასეთ პლატფორმად გვესახება Spotlight X – ადგილი, რომელიც აერთიანებს ეკოსისტემის სხვადასხვა მონაწილეს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს თანამშრომლობისა და განვითარებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით ახლობელია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტექნოლოგიური განათლების განვითარებაზე, ვამზადებთ მომავალ პროფესიონალებს და ვქმნით გარემოს, სადაც მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში, ბიზნესსა და ინოვაციურ ინიციატივებში გარდაიქმნება. ჩვენი შეფასებით, Spotlight მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაში, რადგან ხელს უწყობს ახალი კავშირების გაჩენას, პროფესიული დიალოგის განვითარებასა და იმ შესაძლებლობების აღმოჩენას, რომლებიც, საბოლოოდ, მთელი ეკოსისტემის ზრდას ემსახურება.
M: თქვენთვის რატომ არის კვლავაც მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?
როგორც უნივერსიტეტი, მთელი წლის განმავლობაში ვმასპინძლობთ არაერთ პროფესიულ ღონისძიებას, კონფერენციას, ფორუმსა და დისკუსიას სხვადასხვა, ხშირად საკმაოდ ვიწრო და სპეციფიკურ მიმართულებებზე. სწორედ ამიტომ, კარგად გვესმის მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობა პროფესიული საზოგადოების განვითარებისთვის.
გვჯერა, რომ Spotlight-ის მსგავსი ინიციატივები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, აძლიერებს პროფესიულ ქსელებს, ახალ იდეებს აჩენს და, საბოლოოდ, პოზიტიურ გავლენას ახდენს მთელი სექტორის პროგრესზე.
M: გვიამბეთ იმ მთავარ ფასეულობებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…
ჩვენ და „სფოთლაითს“ საერთო ღირებულებები გვაერთიანებს – მუდმივი განვითარება, ინოვაციებისადმი ღიაობა და თანამშრომლობის კულტურა. ღონისძიება თავს უყრის ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ცვლილებებს ქმნიან, ახალ შესაძლებლობებს ეძებენ და ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ.
საქართველოს უნივერსიტეტიც სწორედ ამ იდეებით ხელმძღვანელობს – ცოდნის შექმნით, გაზიარებითა და პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობით. სწორედ ეს საერთო ხედვა ქმნის საფუძველს საინტერესო პარტნიორობებისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.
M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?
14 ივნისს ველოდებით კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრას, რომელიც გააერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, პროფესიონალებს, ინოვატორებსა და ახალ იდეებს. გვჯერა, რომ ღონისძიება იქნება უნიკალური სივრცე ახალი კავშირების, საინტერესო დისკუსიებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფორმატები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში უყრის თავს და საერთო განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] – მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













