in

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა გლობალური ბრენდის – Taylors of Harrogate-სთვის საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნეს

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს  საერთაშორისო პროექტ AdVenture-ში, რომლის ფარგლებშიც მათ ინგლისური ჩაის – Taylors of Harrogate-სთვის ბრენდის განვითარებისა და საკომუნიკაციო გეგმა შექმნეს.

პროექტში მონაწილე სტუდენტებმა Taylors of Harrogate-ის მოთხოვნებისა და ე.წ. ბრიფის მიხედვით, დასავლეთ ევროპისა და საქართველოს ბაზრების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარეს, რის საფუძველზეც მათ შეიმუშავეს სრულყოფილი კრეატიული და საკომუნიკაციო კამპანია, მოამზადეს მედია გეგმა და ვიზუალური მასალები.

პროექტის ფარგლებში,  საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტებმა ითანამშრომლეს ვენის უნივერსიტეტის (FH Wien) სტუდენტებთან და მენტორებთან. პროექტის მონაწილეებს პროფესიულ მხარდაჭერას  ქართველი და ავსტრიელი პროფესორ-მენტორები უწევდნენ.

პროექტზე მუშაობა ოქტომბერში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდა, გამარჯვებული გუნდები კი მაისში გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი Cannes Lions Festival-ზე გაემგზავრება, რომელსაც PR-სა და სტრატეგიული კომუნიკაციების ორმოცი ექსპერტისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელსაც საკუთარი გუნდი ჰყავს ამ საერთაშორისო კონკურსში. პროექტ AdVenture-ში საქართველოს უნივერსიტეტის  სტუდენტები, უკვე მესამე წელია, აქტიურად მონაწილეობენ და რეალური გლობალური ბრენდებისთვის ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიებს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში სტუდენტებმა იმუშავეს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა LEGO და Lipton.

აღნიშნული პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ გლობალურ ბრენდებთან რეალურ სამუშაო გარემოში, მიიღონ საერთაშიროსო პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა კომუნიკაციის სფეროში.

პროექტში მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ეკა პოკრიშჩენკო საკუთარ გამოცდილებას ასე აფასებს:

ამ პროექტის ფარგლებში მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, მემუშავა რეალური კომპანიისა და გლობალურად ცნობილი ბრენდის მიერ მოწოდებულ პროექტზე, მათივე ბრიფისა და პროფესიული მოთხოვნების საფუძველზე. პროექტზე მუშაობისას ვთანამშრომლობდით ავსტრიელ თანაჯგუფელებთან და მენტორებთან, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდიდა პროექტის აღსრულების ეტაპებს. ჩვენი იდეების შეჯერება ავსტრიელ სტუდენტებთან, პროექტზე მუშაობის პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა. ყველაზე მეტად საერთაშორისო გარემოში მუშაობამ მომხიბლაეს გამოცდილება ჩემი მომავლისთვის ძალიან ღირებული იქნება.“

საერთაშორისო პროექტში სტუდენტების  ჩართულობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე  საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელი ბიბილაშვილი გვესაუბრა:

„AdVenture ერთერთი იმ მრავალი საერთაშორისო პროექტთაგანია, რომლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებს მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსი პროექტები სტუდენტებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევსისინი მუშაობენ რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე, თანამშრომლობენ რეალურ გლობალურ ბრენდებთან და ავითარებენ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანს ხდის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები უკვე არაერთხელ იყვნენ ამ ტიპის პროექტების ფინალისტები და გამარჯვებულები, რაც მათ მაღალი კონკურენტუნარიანობისა და პროფესიონალიზმის დასტურია. ჩვენი მიზანია, მათთვის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო შესაძლებლობა შევქმნათ, რათა სტუდენტობის პირველივე წლებიდან მიიღონ პროფესიული, პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ამ სფეროს წარმატებული პროფესიონალები.“

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატებული მონაწილეობა AdVenture-ის პროექტში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა  და მისი სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას.

[პარტნიორის კონტენტი]

ალბან ადამის მასტერკლასი – Mugler, Diesel და Balenciaga: კარიერული გზა ტოპ მოდის ბრენდებში

საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან