in

UGFL at Berkeley-ის ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის წარდგენა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება

16 ივნისს, 19:30-ზე საქართველოს უნივერსიტეტში UC Berkeley – სთან პარტნიორობით შექმნილი ინოვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის –  “UGFL at Berkeley”-ის წარდგენაა დაგეგმილი .

შეხვედრას UC Berkeley- ის მეწარმეობის ცენტრის – SCET – ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ინოვაციების და მეწარმეობის 2 წლიანი სამაგისტრო კურსი  “UGFL & Berkeley” მეწარმეობის სწავლების პრინციპზე (Berkeley Method of Entrepreneurship) დამყარებული სასწავლო პროგრამაა, რომლის ფარგლებში სტუდენტი ერთ სემესტრს UC Berkeley-ში (აშშ, კალიფორნია) გაატარებს. 

დამოუკიდებელი სასწავლო პროგრამა მომავლის ლაბორატორიის (Future Laboratory) და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, მეწარმეობის სწავლების მიმართულებით ერთერთ ლიდერ უნივერსიტეტთან UC Berkeley SCET-თან პარტნიორობით შეიქმნა

სამაგისტრო პროგრამა გათვლილია მათზე, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის ინოვაციური ტრანსფორმაცია, გლობალური სტარტაპის შექმნა და განავითარება, ან პოზიტიური ეკონომიკური და ინოვაციურ ცვლილებების მოხდენა

ორი წლის განმავლობაში, საქართველოში და UC Berkeley-ში (აშშ, კალიფორნია) საუკეთესო ლექტორები UC Berkeley-დან, ასევე პრაქტიკოსები Silicon Valley-დან და Startup ინდუსტრიიდან პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით გასწავლიან მეწარმეობას, ბიზნეს ანალიტიკას, მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტს და განვითარებას, დიზაინ აზროვნებას, ტექნიკური კომპანიის ლიდერშიპს და სხვა დისციპლინებს.

თქვენ შეგეძლებათ მოხვდეთ UC Berkeley-ში მიმდინარე სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებში, რომელიც ხელმისაწვდომია ბერკლის სტუდენტებისთვის: SKydeck-ი, Launch-ი, STEP აქსელერატორები , წარდგებით ინვესტორების წინაშე, იმუშავებთ რეგიონალური და გლობალური კომპანიების გამოწვევებზე და ჩაერთვებით მათი გადაჭრის გზების ძიებაში.

სამაგისტრო პროგრამა მაქსიმალურად იქნება დაკავშირებული ინდუსტრიულ პროცესებთან და პრობლემებთან, მიმართული იქნება სტუდენტის ინტეგრაციაზე, კონკრეტულ დარგებში პოზიტიური ცვლილებების მოსახდენათ.

ერთი სემერსტრის განმავლობაში UC Berkeley-ში (აშშ, კალიფორნია) სწავლის განმავლობაში სტუდენტს, აგრეთვე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სამეცნიერო ტექნოლოგიური ლაბორატორიებით და აპარატურით პროტოტიპირებისთვის და ტესტირებისთვის (Jacobs Design Center), ელექტრონიკის, ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიით (BakarBiotechLab), კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიით (CITRIS) და სხვა.

შეხვედრაზე დასასწრებათ წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს აღნიშნულ ლინკზე. თარიღის განსაზღვრის შემდეგ დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ პერსონალური მოსაწვევი.

საქართველოს უნივერსიტეტი – ug.edu.ge

[პარტნიორის კონტენტი]

ამ მეთოდით ტყუილების გამოვლენას მარტივად შეძლებთ

წყნარ ოკეანეში „ზვიგენების ვულკანი“ ამოიფრქვა