14
Feb
2019

სახლიდან მუშაობის „სიკეთეები“ 

14 Feb 2019

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სახლიდან მუშაობა მიღებული ტენდენციაა. დამსაქმებლები ცდილობენ, ოფისში რაც შეიძლება ნაკლები თანამშრომელი იჯდეს, დანარჩენებმა კი დისტანციურად აკეთონ საქმე. საამისოდ ბევრი არგუმენტი აქვთ და სხვასაც იმავეს ურჩევენ. მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია – მათთვის, პირიქით, ძალიან მოუხერხებელია მუშაობის ეს სტილი. მეტიც, თვლიან, რომ ბევრი უარყოფითი მხარე აქვს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რატომ შეიძლება ფიქრობდნენ, რომ დისტანციურად, სახლიდან მუშაობა არც ისე კარგი იდეაა?!

უფროსი ვერ ხედავს თქვენს შრომას, შესაბამისად, ვერც სათანადოდ გაფასებთ

მუდმივად ოფისში თუ არ ხართ, ხელმძღვანელი ვერ ხედავს, როგორ შრომობთ და ვითარდებით. შესაბამისად, ნაკლებია შანსი, თქვენი დაწინაურება ან ხელფასის მომატება გაახსენდეს. ამიტომ, ხშირად, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები იჩაგრებიან და კარიერულ კიბეზე ზევით რთულად მიიწევენ. ეს რა თქმა უნდა, მათ ფინანსებზეც აისახება.

არ იზრდება თქვენი სანაცნობო წრე და კონტაქტები 

როცა სახლიდან მუშაობთ, ნაკლები შეხება გაქვთ კოლეგებთან, არ ხვდებით ახალ ადამიანებს. შესაბამისად, გექმნებათ კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა. ასე ვერც თქვენი კონტაქტები გაიზრდება და სფეროში მიმდინარე სიახლეებსაც ჩამორჩებით, ვერავის გაუზიარებთ გამოცდილებას ან მიიღებთ რჩევებს. არა და დღეს, კარიერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და საქმიანი ურთიერთობები.

არ მონაწილეობთ კომპანიის განვითარებაში 

თუ ოფისში არ დადიხართ, რთულია, განვითარების იქაურ ტემპს აუწყოთ ფეხი. კომპანიაში ბევრი რამ ისე შეიძლება შეიცვალოს, თქვენ ვერც გაიგოთ. ასევე, ჩამორჩებით პროფესიულ სიახლეებს, თქვენი პოზიციის მიმართ მოთხოვნებს, არ გექნებათ ინფორმაცია ახალი, სავალდებულო უნარ-ჩვევებზე. დისტანციურად მუშაობისას, კომპანიის განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანა გაგიჭირდებათ. მის მომავალს ის ხალხი შექმნის, ვინც ყოველ დღე ოფისში დადის, თქვენ კი მათგან მოშორებით უბრალოდ ყოველდღიურ დავალებებს შეასრულებთ. თავის მხრივ, ეს ხელს შეგიშლით პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, რაც თავის მხრივ, თქვენს ფინანსებზეც აისახება.

წყარო: Inc.



განხილვა