ალბათ, თქვენც გაგიჭირდებათ ისეთი არყის შეფუთვის გახსენება, რომელიც ვიზუალურად შთამბეჭდავია, ძირითადად ერთსა და იმავეს ვუყურებთ თაროებზე. აი, Ugly Vodka კი მათ შორის გამორჩეულია — თუმცა მხოლოდ ვიზუალით არა, მდგრადობისადმი თავისი ინოვაციური მიდგომითაა ცნობილი, რადგან არასასურველ ვაშლებს პრემიუმ არყის წარმოებისთვის იყენებს.
ახლა კი მრავალი არომატის მქონე არყით პროდუქტის ხაზს აფართოებს. ამიტომაც, ვიზუალური იდენტობის განვითარება დასჭირდათ, რომელიც არსებულ ბრენდინგსაც არ დაივიწყებდა და უფრო ახალგაზრდა აუდიტორიისთვისაც რეზონანსული იქნებოდა.
ბრიფი დაახლოებით ასეთი იყო: სურდათ, ფერადი და ენერგიული დიზაინი შეექმნათ, რაღაც ისეთი, რაც თაროდანვე მიიპყრობდა მომხმარებლის ყურადღებას და გაჯერებულ ბაზარზეც დაიმკვიდრებდა ადგილს. გამოწვევას კი აქ Ugly Vodka-ს მდგრადობისა და პრემიუმ ხარიხის ღირებულებების შენარჩუნება წარმოადგენდა ისე, რომ რაღაც სახალისო ელემენტებიც დაემატებინათ, რომელიც ახალგაზრდა აუდიტორიას მიიზიდავდა.
ამგვარად, თითოეული გემოსთვის უნიკალური ფერთა კომბინაცია შექმნეს, რომელიც განსხვავებულ გემოებზეც მიგვანიშნებდა და ბრენდის ესთეტიკასაც გვაზიარებდა. შედეგს კი თავადაც ხედავთ — მივიღეთ ბრენდი, რომელიც ეკოლოგიაზეც ზრუნავს, ახალგაზრდა აუდიტორიასაც იზიდავს და არც ტრადიციული არყის ბრენდინგის საზღვრების გარღვევა აშინებს.