საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერმა კომპანიამ „იუჯითი“, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოც წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისების მიმართულებით, გარე აუდიტი წარმატებით დაასრულა და ISO 27001 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკაცია გაიარა.
ISO 27001 აკრედიტაციის გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ პროცესებსა და ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების სენსიტიური ინფორმაციის მაღალი დაცულობა – აცხადებს „იუჯითის“ IT სერვისების ოპერაციების დირექტორი მამუკა სამხარაძე.
ეს არის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის მიმართ, მისი შემუშავების, იმპლემენტირების, ოპერირების, მონიტორინგის, გადახედვისა და გაუმჯობესების მიმართულებით.
„იუჯითის“ აკრედიტაცია ადასტურებს იმას, რომ კომპანია მზად არის სრულად უზრუნველყოს მომხმარებელი ორგანიზაციების ინფორმაციის აბსოლუტური დაცულობა და უსაფრთხოება.
დღეისთვის, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ პარტნიორს ითვლის და უწყვეტად ინარჩუნებს დარგის ლიდერების უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, პარტნიორებისგან მიღებული აქვთ ყველაზე ინოვაციური პარტნიორის, წლის საუკეთესო პარტნიორის და ყველაზე კომპეტენტური პარტნიორის მრავალი ჯილდო.
„იუჯითის“ შესახებ
ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „იუჯითი“ საქართველოს #1 სისტემური ინტეგრატორი და IT სერვისების მიმწოდებელია. „იუჯითის“ მონაცემთა ცენტრი და ქლაუდ სერვისები კრიტიკული IT სისტემების მქონე ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი და სრულად ფარავს მათ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს. UGT Cloud პლატფორმა აგებულია თავიდან ბოლომდე ლიცენზირებულ Microsoft-ისა და VMware-ის პროგრამულ სისტემებზე და ოპერირებს, როგორც ამ ორგანიზაციების ერთადერთი ოფიციალური ქლაუდ პროვაიდერი საქართველოში.
კომპანიამ საქმიანობა IT სფეროში ოც წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, მათი გუნდი წარმატებით ნერგავს სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
[R]