ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვისთვის, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების დიდი ნაწილი, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. სამუშაო გარემოს სპეციფიკის შეცვლა, საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. ადამიანებს, რომლებიც მთელი თავისი კარიერის მანძილზე ძალ-ღონეს არ იშურებდნენ კომპანიაში გამართული და დაცული ქსელის დასანერგად, ერთ დღესაც დადგნენ რეალობის წინაშე, სადაც კოლეგებს მათ მიერ შექმნილი, დაცული ციხესიმაგრის გარეთ, ყოვლად უკონტროლო გარემოდან უწევთ მუშაობის გაგრძელება.
დღეს, უსაფრთხოების სპეციალისტებს ყველაზე უკეთ ესმით, რომ სოციალური დისტანცია, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვირუსის გავრცელების შეკავების პროცესში, ზრდის სამუშო სადგურების დაინფიცირების, არასანქცირებული წვდომების, მონაცემთა გაჟონვის, მავნე კოდის გაშვებისა და ყველა იმ ტიპის რისკს, რომელიც თან ახლავს არადაცულ გარემოში მუშაობას.
უსაფრთხოების სპეციალისტების წინაშე დგება ამოცანა – მაქსიმალურად აირიდონ ყველა შესაძლო რისკი – მინიმალური დანახარჯებით. ეს ურთულესი ამოცანაა. ყველა ენტერპრაიზის გადაწყვეტილება სოლიდურ ბიუჯეტს მოითხოვს, რაც ცხადია სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო კომპანიებს ამ დრომდე არ ჰქონიათ გათვლილი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა იმ რეალობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით.
საბედნიეროდ, უმსხვილესმა კომპანიებმა გაითვალისწინეს, რომ პრობლემა თითოეულ ჩვენგანს უკვე პირდაპირ თუ ირიბად შეეხო და მიიღეს გადაწყვეტილება – უსასყიდლოდ ან გაცილებით მცირე დანახარჯებით გვქონდეს მათ პროდუქტებზე წვდომა.
იუ ჯი თი გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, იმ კომპანიებისა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან საქართველოში მათი პროდუქტების არაერთი წარმატებული ინტეგრაცია განგვიხორციელებია.
- კომპანია RSA-ს მულტიფაქტორული აუტენტიფიკაციის გადაწყვეტილება, საშუალებას მისცემს კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებს თავიდან აიცილონ კრიტიკულ სერვერებზე და სერვისებზე არასანქცირებული წვდომები.
თუ ეს პროდუქტი აქამდე არ გქონიათ, 100-მდე მომხმარებლისთვის 3 თვიანი პერიოდით უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ხოლო არსებული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასები.
https://information.rsa.com/Free-MFA
- კომპანია CyberArk, რომელიც ლიდერია Privileged Access Management გადაწყვეტილების მიმართულებით, უკვე არსებულ კლიენტებს მაისის ბოლომდე უფასოდ სთავაზობს ე.წ. SaaS სერვისის Alero-ს გამოწერას (subscription). აღნიშნული გადაწყვეტილება დაგეხმარებათ 100-მდე პრივილეგირებული მომხმარებლების წვდომის, მართვისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
პროდუქტი, ასევე, გამოიყენება აუთსორსზე და დისტანციურად მომუშავე შიდა კადრებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა კრიტიკულ სისტემებსა და აპლიკაციებზე.
თუ ჯერ არ ხართ CyberArk-ის პროდუქტების მომხმარებელი, შესაძლებელია სპეციალური ფასდაკლების მიღება მის ნებისმიერ პროდუქტზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
- კომპანია CheckPoint-ის SandBlast Agent, რომელიც არის ლოკალური ე.წ. „სენდბოქს“ სისტემა, დაიცავს თქვენს კომპიუტერებს ნაცნობი და უცნობი საფრთხეებისგან. პროდუქტში შემავალი ქცევის გაფართოებული ანალიზი (Advanced behavioral analysis) და მანქანური სწავლების ალგორითმი (machine learning algorithms) არასანქცირებულ და მავნე პროგრამებს არ აძლევს კომპიუტერზე გაშვების უფლებას.
SandBlast Agent მუშაობს დამოუკიდებლად და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელს რომელი ფაიერვოლი ან სხვა მოწყობილობები აქვს ქსელში. ხოლო, თუ Checkpoint-ის ფაიერვოლი გაქვთ, შეგიძლიათ იგივე პროდუქტი დამატებით VPN კავშირისთვისაც გამოიყენოთ.
პროდუქტის უფასოდ მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
https://pages.checkpoint.com/sandblast-agent-trial.html
4. პერსონალური კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების დასაცავად, კომპანია McAfee უფასოდ გვაძლევს McAfee LiveSafe პაკეტს. აქცია ამ შემთხვევაშიც 31 მაისამდე მოქმედებს. ზემოთ ხსენებული პროდუქტი მოწყობილობებზე განთავსებულ მონაცემებს რეალურ რეჟიმში იცავს მავნე პროგრამებისგან. პროდუქტი იყენებს ორმაგ ფაიერვოლს და ახალი თაობის სკანირებას.
პროდუქტის გადმოსაწერად მიმართეთ ბმულს
https://www.mcafee.com/consumer/en-us/store/m0/catalog/mls_430/stubfreetrial.html
ამავე კომპანიას აქვს სპეციალური შეთავაზება სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ასევე, არაერთ უსაფრთხოების რისკებს დაგიფარავთ, მაგალითად:
- McAfee Complete Endpoint Protection — Business – ახალი თაობის ანტივირუსული პაკეტი, შიფრაციის მოდულით;
- McAfee DLP – მონაცემთა გაჟონვის პრევენციისთვის;
- McAfee Web Gateway Cloud Service – ვებ უსაფრთხოების პროდუქტი, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე.
- უსაფრთხო გამოქვეყნების (Publishing) და მომხმარებელთა დისტანციური წვდომის გამარტივებისთვის, შესაძლებელია კომპანია F5-ის BIG-IP სისტემის გამოყენება უფასოდ 90 დღის განმავლობაში. სისტემა საშუალებას იძლევა შეიქმნას რესურსებზე წვდომის პორტალი, სადაც ავტორიზაციის შემდგომ თითოეულ მომხმარებელს წვდომა ექნება მხოლოდ იმ სერვისებზე, რომლებიც დანიშნული იქნება უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით.
ამავდროულად, F5 BIG-IP სისტემის ინტეგრაცია შესაძლებელია Active Direcoty/LDAP სისტემებთან, ხოლო SSO გამოყენებით, მომხმარებელს არ მოუწევს სხვადასხვა სერვისის გამოყენებისთვის ყოველ ჯერზე ავტორიზაციის გავლა. სისტემა, ასევე, ინტეგრირდება წამყვანი მულტიფაქტორული აუტენტიფიკაციის პროვაიდერებთან, როგორიც არი RSA, DUO, Google Authenticator.
6 თვიანი უფასო ლიცენზიების გააქტიურებისთვის შეგიძლიათ მოთხოვნა გააგზავნოთ მეილზე: Soc@ugt.ge
[პარტნიორის კონტენტი]