ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, ფრანგულმა ოპტიკური სალონების ქსელმა „აფლელუ პარიზმა”, საქართველოს მხარდასაჭერად სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შემოგვთავაზა.
როგორც ირკვევა, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგული ბრენდი საქართველოს ნაკრების, როგორც ტურნირის ერთადერთი დებიუტანტის დიდი გულშემატკივარი იქნება. მათ მიერ შემუშავებული სათვალის დიზაინი კი ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ატრიბუტი შეიძლება გახდეს.
ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში გამართულ საქართველო-საბერძნეთის მატჩს ესწრებოდნენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ერთა ლიგის play-off-ის ფინალში მოპოვებული ისტორიული გამარჯვება იქცა მათი შთაგონების მთავარ წყაროდ.
სათვალე მყიდველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონებში და ჯპს აფთიაქის ფილიალებში.
კრედიტები:
ფოტო: სალი დუნდუა
მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი
პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement
სათვალეების კამპანია ფეხბურთელების მონაწილეობით: გიორგი გაგუა & ოთო გოშაძე
[R]