in

უგულშემატკივრე საქართველოს!  უგულშემატკივრე დათას !

დათა ქაჯაია პირველი და ერთადერთი ქართველი ავტომრბოლელია, ვინც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენს.

BOG
BOG

TCR International Series 2017 სტარტს 2 აპრილს აიღებს და მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ათი სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ტრასებზე გაიმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნა საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იგეგმება.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

დათა გახლავთ ევროპის ოთხგზის ჩემპიონი წრიულ ავტორბოლაში, ამავდროულად  ის პირველი ქართველი ავტომრბოლელია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.

სამწუხაროდ, დათას აღნიშნული მიღწევები ჩვენთვისაც უცნობი იყო და ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც დათამ ინგლისური ენის შესწავლა ბრიტანულ ცენტრში დაიწყო.

წელს, ის უკვე მეორედ იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი დონის საერთაშორისო ჩემპიონატის გახსნა სწორედ საქართველოში გაიმართება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა დათას და ქართული ავტოსპორტის მიმართ და დავიწყეთ მისი მხარდასაჭერი კამპანია, რომელიც დათას და მისი მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე ჩატარდება კონკურსი, რომელიც 10 მარტიდან 29 მარტამდე გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ კრეატიული ფოტო ან ვიდეო და გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააზიარონ საჯარო პოსტის სახით, ჰეშთეგით #goDATAgo

კონკურსის გამარჯვებულების გამოვლება მოხდება 30 მარტს.

მთავარი გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევითობის პრინციპით და მას პრიზად გადაეცემა ორ კაციანი საგზური 2 ივლისს, ბუდაპეშტში TCR International Series მეექვსე ეტაპის რბოლებზე დასასწრებად; იმ კონკურსანტს, რომელსაც მეტი ფოტოს/ვიდეოს გაზიარება აქვს, მეტი შანსი აქვს მთავარი პრიზის მოსაგებად.

ბრიტანული ცენტრი, საკუთარი შეფასებით, გამოავლენს დამატებით გამარჯვებულებს, კერძოდ ყველაზე შემოქმედებითი ფოტოს/ვიდეოს ავტორს დააჯილდოებს 1 წლიანი უფასო სწავლების ვაუჩერით ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე;  ასევე, ბრიტანული ცენტრის 10 ფავორიტ კონკურსანტს გადაეცემა 2 ბილეთი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე დასასწრებად.

საქართველო პატარა ქვეყანაა, თან იმ მოცემულობაში, როდესაც სპორტის აღნიშნული სახეობა ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არის განვითარებული, ის ფაქტი, რომ ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენი და ჩვენი ჩემპიონი გვყავს თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო უნდა იყოს.

[R]

საით გააფრენდი მისწრაფებებს ? ტერაბანკის კამპანია გრძელდება

ოკეანედან მოპოვებული ნარჩენებით შექმნილი ყველაზე უჩვეულო საცურაო კოსტიუმი Adidas–ისგან