in

#UGულშემატკივრე! – საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი – UG Start up Factory  მონაწილეობას იღებს 2018 წლის  გლობალური პლატფორმის Coworker.com მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე –  ”Members’ Choice 2018 Awards!“, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში საუკეთესო სამუშაო სივრცის გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წარდგენილია მხოლოდ 3 საერთო სამუშაო სივრცე, მათგან ერთ-ერთი მონაწილე  არის UG Startup Factory.

იმისათვის, რომ UG Startup Factory – იმ დაიკავოს პირველი ადგილი და გახდეს Members’ Choice 2018 Award-ის გამარჯვებული საჭიროა თქვენი აქტიურობა, რადგან გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით.

ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ. ხმის მიცემისთვის გადადით ბმულზე, ჩაწერეთ თქვენი მეილი და დააჭირეთ ხმის მიცემას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი – UG StartUp Factory არის სრულიად ახალი და მოქნილი ცენტრი, რომელიც  სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეა.

Nike-ის ორიგინალური ვიდეორგოლი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნისთვის

ალბომმა, სადაც Bravo Records-ში ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, Grammy მოიპოვა!