5
Dec
2018

ომისა და მშვიდობის კონტრასტი, ანუ კადრები გვერდიგვერდ, „სხვადასხვა სამყაროდან“

5 Dec 2018

ყოფს, თუ არა ომი და მშვიდობა სამყაროს ორ ნაწილად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თურქმა ფოტოგრაფმა, უგურ გალენმა სამყაროებს შორის არსებული კონტრასტის ვიზუალურად წარმოჩენით შეძლო. გვერდიგვერდ განათავსა რამდენიმე ოპოზიციური წყვილი – სიღარებე და სიმდიდრე, ომი და მშვიდობა, გაჭირვება და ფუფუნება, ტკივილი და სიხარული… ასე წარმოაჩენს ხელოვანი უფსკრულს ორ სამყაროსა და ამ განსხვავებულ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებს შორის. ნამუშევრებს უგური საკუთარ Instagram-ზე აზიარებს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

„გამარჯობა, მე ვარ უგური. ვცხოვრობ თურქეთში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე სამყაროსთვის ყველაზე საშიში რეგიონის გვერდით. ამ ორ ტერიტორიას შორის არსებული კონტრასტი, ჩემთვის, ორ განსხვავებულ სამყაროს ირეკლავს და შთამაგონებს, გამოვხატო ეს ჩემს ნამუშევრებში. მსურს მშვიდობიანი მომავალი“.

განხილვა