in

UI / UX ტენდენციები, რომლებიც 2023 წლისთვის გამოგადგებათ

როგორც ჩანს, ფონტის ზომის ზრდასა და იმერსიულ გამოცდილებას უნდა ველოდოთ. 2023 წლის UI ტენდენციების აღმოსაჩენად მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ვებგვერდებს შევავლოთ თვალი: Apple, Microsoft, Toyota, Tesla, McDonald’s და Louis Vuitton. დააკვირდით, როგორაა განაწილებული მათი მთავარი გვერდები, როგორ იმერსიულ გამოცდილებას გიქმნით. ვებგვერდები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციასა და კატეგორიებს გაჩვენებთ. არანაირი ინფორმაციული გადატვირთულობა.

თუ დააკვირდებით, შრიფტის დიდ ზომებს იყენებენ, H2 და H3, შემდეგ კი ტექსტი მოჰყვება. თუ თქვენი ვებგვერდი კვლავ გადატვირთულია ინფორმაციითა და არააუცილებელი სურათებით, არასდროს არის გვიან მათი განახლება დაიწყოთ.

დაემშვიდობეთ პარალაქს სქროლვას

ამ ტენდენციას ბევრი ვებგვერდი მიმართავს. პარალაქს სქროლვა არის ვიზუალური ეფექტი, როცა ფონი წინა ნაწილზე განსხვავებული სიჩქარით მოძრაობს. ამ მეთოდს მაშინ მიმართავენ, როცა ბევრი ინფორმაციაა და აუცილებელია მომხმარებლების ყურადღების შენარჩუნება.

AI-ის ჩართულობა დიზაინის შექმნისას

ამას გენერაციულ AI-ის უწოდებენ. ის მონაწილეობს დიზაინის მარტივად შექმნაში. ეს თქვენთვის უკვე ნაცნობია და შესაძლოა, ყოველდღიურად იყენებთ კიდეც Photoshop-ში რაიმე გამოსახულების წასაშლელად, შესავსებად ან შესაცვლელად. ასევე, არსებობს უამრავი ვებგვერდი, რომელიც დიზაინერებს ეხმარებათ შექმნან ფერების პალიტრა თავიანთი დიზაინისთვის. მსგავსი ტექნოლოგიები კიდევ უფრო გააქტიურდება 2023 წელს.

აქტიურად გამოიყენეთ UI ქარდები

ქარდი ჯერ კიდევ არ გამოიყენება საკმარისად აქტიურად. განსაკუთრებით გამოსადეგია მობილურ აპლიკაციებს და ვებგვერდების მობილურ ვერსიებში. ქარდი არის ინფორმაციის გადმოსაცემად მოქნილი ელემენტი. ის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ინფორმაციის ნაკრების საჩვენებლად, როგორიცაა პროდუქტების ნახვა, პოსტები ბლოგისთვის, ვიდეოები, სურათები, ინსტრუქციის ნაბიჯები, ამოცანები და ა.შ.

თუ გჭირდებათ იდეები, რჩევები ან გიდი თქვენი ქარდის დიზაინისთვის, უბრალოდ დაათვალიერეთ Twilio’s Paste, Shopify’s Polaris, GE’s Edison და BBC’s Global Experience Language.

დღისა და ღამის რეჟიმებზე გადართვის ფუნქცია

თუ თქვენი კონტენტის დათვალიერება ადამიანებს დაბალი განათების პირობებში უწევთ, უეჭველად დაგჭირდებათ მუქი ფერების რეჟიმი ნახვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად. ცადეთ სინათლის რეჟიმი გადართვის ღილაკით მუქი რეჟიმისთვის, როგორც UI UX Trends 2023-ის ნაწილი!

მართალია, ჯერ კიდევ ხშირად კამათობენ, დღის რეჟიმი სჯობს თუ ღამის. ამ პრობლემას გადაჭრით მარტივად – ორივე იქონიეთ. მომხმარებლები, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ნათელი რეჟიმით, შეძლებენ იყვნენ ერთ დიზაინში. ბნელი რეჟიმის მოყვარულებს – ღამის ფუნქციის დაყენება შეეძლებათ.

როგორ ვაკეთებთ VS რას ვაკეთებთ

ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს 2023 წლიდან დიზაინის შექმნის პროცესს. UX დიზაინერების სამუშაო გადაფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეუძლიათ Figma, Webflow, Wix Editor X, Anima-სნაირი პლატფორმების დიზაინის შექმნა.

თუკი ადრე დიზაინერები ესკიზს ქმნიდნენ და დეველოპერებს აწვდიდნენ, ამ პლატფორმების მიხედვით, ისინი შექმნაში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას, განსაზღვრავენ ყველა ელემენტს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ პროფესიაზე მოთხოვნას.

მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად შექმნილი დიზაინის შემუშავება. სხვა შემთხვევაში, ის იქნება საშუალო ადამიანზე გათვლილი და უბრალო.

მასობრივი მიგრაცია Adobe XD-დან Figma-ში

Adobe Creative Cloud-ის ბევრი მომხმარებელი ამჯობინებს Adobe XD-ს გამოყენებას პროტოტიპის სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მისი მსგავსებით სხვა Adobe პროდუქტებთან. თუმცა, რა მოხდება როცა Adobe-ის შეიძენა Figma-ს? იარსებებს თუ არა Figma Adobe XD-თან?

Adobe-მ ასევე აღიარა Figma-ს უპირატესობა Adobe XD-თან შედარებით. კომპანია Adobe XD-ს შეინარჩუნებს, მაგრამ შეამცირებს მასში ჩადებულ ინვესტიციებს, რაც მიანიშნებს, რომ Adobe XD შეიძლება მართლაც ეტაპობრივად დაიხუროს, სამომავლოდ.

ადაპტირება სამართლებრივად სავალდებულო გახდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ადაპტირების კანონი. 2025 წლისთვის, წევრ ქვეყნებში მოქმედმა კომპანიებმა სრულად უნდა დაიცვან ეს სამართლებრივი მოთხოვნა. კანონის თანახმად, კომპანიებმა უნდა მიიღონ საერთო წესები ხელმისაწვდომობის სტანდარტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრისთვის. ეს ეხება კომპიუტერებს, ოპერაციულ სისტემებს, ბანკომატებს, სმარტფონებს, საბანკო სერვისებს, ელექტრონულ წიგნებსა და ელექტრონულ კომერციასაც.

ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებსა და მოხუცებს შეეძლებათ, როგორც იქნა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი პროდუქტებითა და სერვისებით, ბარიერების გარეშე.

AR ყოველდღიურ ცხოვრებაში

AR, იგივე გაფართოებული რეალობა, როგორც ტექნოლოგია, სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. AR გამოიყენება iOS-ის Measure აპში, ადამიანის სიმაღლის ავტომატურად გასაზომად, ინსტაგრამის ფილტრების გამოყენებისას ან Snapchat-ში ლინზების შესაქმნელად. 2023 წელს მოსალოდნელია, რომ AR ტექნოლოგია უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული უფრო მეტ აპლიკაციაში! AR ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა, რათა გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.

ღირებულებების შექმნა UX კვლევის საშუალებით

თუკი მხოლოდ რაოდენობრივი კვლევებით ხართ დაკავებული, დროა, თვისობრივიც ჩართოთ საქმეში. კარგი იქნება, თუკი თვეში ერთხელ მაინც ჩაატარებთ გენერაციული UX-ის კვლევას. გენერაციული კვლევა გეხმარებათ გაუგოთ თქვენს მომხმარებლებს და დაინახოთ ნებისმიერი ცვლილება მათ ქცევაში.

 

წყარო: uiuxtrend

WhiteBIT-ის კრიპტო-ბარათები: რა არის და რაში გამოვიყენოთ?

როგორ გამოიყურება შინაგანი ტკივილი? — ილუსტრაციების სერია