in

„სტარტაპის შექმნა კილიმანჯაროს დალაშქვრას ჰგავს“

„სტარტაპის შექმნა „კილიმანჯაროს“ მთის დალაშქვრას ჰგავს – მწვერვალზე ასაღწევად, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რჩევა ექსპერტს ჰკითხო, მას ვინც უკვე იყო იქ ასული“, – ამბობს საფინანსო კომპანიების Inspired Capital-ისა და LearnVest-ის დამფუძნებელი ალექსა ვონ ტობელი.  

 

თვლის, რომ სტარტაპი წარმატებას მხოლოდ ამ საკითხში გარკვეული ადამიანების გამოცდილების გაზიარებით მიაღწევს. მაგალითად, თუ „კილიმანჯაროზე“ ლაშქრობამდე, გამოცდილ მთამსვლელებს ჰკითხავთ, თან რა წაიღეს, რომელ სეზონზე იყვნენ, ან ვისგან რა რჩევები მიიღეს, ასე უნდა მოიქცეთ კომპანიის შექმნის დროსაც.

Photo Credit: Techcrunch

„ამას მეც ხშირად მეკითხებიან დამწყები ანტრეპრენერები და ყოველთვის ვეუბნები, იპოვეთ ექსპერტი თქვენს საქმეში, თქვენი კომპანიის მიმართულებით. მხოლოდ ისინი მოგცემენ ნამდვილად საჭირო და სანდო რჩევებს; ზუსტად ჩასწვდებიან თქვენს პრობლემებს და გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. შესაძლოა, ვიღაცამ არც გითხრათ [ასეთი დეტალები], მაგრამ ყველანაირად უნდა ეცადოთ ამ ინფორმაციის მიღებას. მთის მწვერვალზე მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით ახვალთ, ვინც რამდენჯერმე უკვე ყოფილა იქ“.

Inc. 



Facebook-მა მიმების შესაქმნელი აპლიკაცია Whale გამოუშვა

სფოთლაით 2019

15 დეკემბერი Spotlight 2019-ის დროა!