in

UK Bridge – დაუვიწყარი საზაფხულო სკოლა მოზარდებისთვის

ინგლისური ენა, ოფიციალურად, მეორე ენად არის აღიარებული საქართველოში. შესაბამისად, ინლისური ენის შესწავლა და გაუმჯობესება პრიორიტეტულია ყველასთვის. ზაფხულის არდადეგები ძალიან კარგი შანსია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ენის გასაუმჯობესებლად. საზაფხულო სკოლები ენის შემსწავლელი კურსებით, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში მსოფლიოში აღიარებული და საკმაოდ პოპულარულია.

BOG
BOG

დიდ ბრიტანეთის ან ამერიკის საზაფხულო სკოლაში გატარებული ერთი თვე ძალიან პროდუქტიულია ბავშვებისთვის. ინგლისური ენის დონის ამაღლებასთან ერთად, ბავშვები ერთვებიან საკმაოდ ბევრ სპორტულ თუ სოციალურ აქტივობაში. დადიან ექსკურსიებზე, მუზეუმებში, ათვალიერებენ ქალაქებს, არიან ჩართული სპორტულ აქტივობებში, რაც ენის გაუმჯობესებასთან ერთად საკმაოდ ბევრ საინტერესო უნარ-ჩვევას უვითარებს ბავშვებს. მაგალითად, აჩვევს დამოუკიდებლობას, კომუნიკაბელურობას და აძლევს ზოგადი განთლების მიღების ძალიან კარგ შესაძლებლობას.

ზოგადად, საზაფხულო სკოლების დასწრების პერიოდი 2-4 კვირაა. ასაკი 8-17 წლამდე. ენის კურსებთან ერთად შესაძლებელია ინტენსიური სპეც კურსების გავლა, მაგალითად ინგლისურს პლუს ხელოვნება, ბიზნესი, მედიცინა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მთელი კურსის მანძილზე ბავშვები იმყოფებიან დახურულ სკოლაში და 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაძლებელია, 4 კვირიანი კურსის დასრულების  შემდეგ ენის დონე ერთი საფეხურით აიმაღლონ.

საზაფხულო სკოლა ძალიან კარგი გამოცდილებაა არა მხოლოდ ენის დონის გასაუმჯობესებლად, არამედ იმისთვის რომ ბავშვი გახდეს უფრო მეტად დამოუკდებელი და კომუნიკაბელური.

გთავაზობთ საზაფხულო სკოლების მცირე ჩამონათვალს:

1. BOSS Summer School – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზაფხულო სკოლა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს და 8 დან 17 წლამდე მოზარდებს საინტერესოდ დატვირთულ პროგრამას სთავაზობს.    “ვფიქრობ, ეს სკოლა საუკეთესოა, იქ მომუშავე პერსონალი, დროში გაწერილი დღის გეგმა, გაკვეთილები, ექსკურსიები ლონდონსა და ინგლისის ისტორიულ ადგილებში, უამრავი, საინტერესო თამაში გათვლილია სხვადასხვა ეროვნების ბავშვის დასაახლოებლად, ახალი მეგობრების შესაძენად და სამყაროს უფრო კარგად აღსაქმელად. თითოეული დღე განსაკუთრებული და სხვა დღეებისგან სრულიად განსხვავებულია.” – ნია ჭელიძე

2. Kings Education – საზაფხულო სკოლებით დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, 16+ სტუდენტებს სთავაზობს ისეთ პროგრამებს როგორებიცაა: English plus Business & Finance, English plus Film in Los Angeles, English Plus Law და სხვა.

3. Cambridge Education Group – სტანდარტული საზაფხულო პროგრამების გარდა ეს კოლა გთავაზობთ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებს: Ivy Leadership Program ბოსტონში, საზაფხულო სკოლა Yale – ის უნივერსიტეტის კამპუსზე და Oxbridge Preparation პროგრამა დიდ ბრიტანეთში, რომელიც სტუდენტებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებისთვის ამზადებს. პროგრამა განკუთვნილია 14-17 წლის მოზარდებისთვის.    UK Bridge განათლების გამოფენაზე, რომელიც 25 თებერვალს სასტუმრო რუმსში გაიმართება, შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ჩამოთვლილ და სხვა ბევრ საინტერესო საზაფხულო სკოლას. პირადად გაესაუბროთ პირობებზე და უსაფრთხოების წესებზე და დარწმუნდეთ, რომ თვქენი შვილები საინტერსო და უსაფრთხო გარემოში გაივლიან კურსს.

25 თებერვალს, საასტუმრო «Rooms»-ში, თქვენ საშუალება გექნებათ პირადად შეხვდეთ და გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმრავლესობას.

ასევე შეხვდეთ სხვა წარმომადგენლებს მსოფლიოს საუკეთესო სკოლებისა თუ უნივერსიტეტებიდან.

«UK Bridge» მეშვიდე წელია განათლების საეთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ყოველწლიურად, ჩვენი დახმარებით, 300-ზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად მიემგზავრება, უკან კი დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით ბრუნდება.

თუ თქვენც ხართ დაინტერესებული გაიღრმავოთ ცოდნა და მიიღოთ განათლება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებაში, თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ გამოფენაზე და გვეწვიოთ 12 დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის ლინკი – educationfair2017.eventbrite.com

Facebook – facebook.com/ukbridge

web: www.ukbridge.ge

მის: პეტრიაშვილის 24

ტელ: 222 4997

დამატებითი ინფორმაცია – [email protected]

[R]

451 ფარენჰაიტი, ანუ ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის – Kindle–ის პროვოკაციული რგოლი

Google-ის ვიდეორგოლი გრემისთვის და ცნობილი მომღერლის ემოციური გახსენება