in

რატომ არის მნიშვნელოვანი „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“?!

საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge -ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი გამოფენის ჩატარება და რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი ღონისძიება, „მარკეტერი“ UK-Bridge-ის დამფუძნებლებს, ანა ვეცკოს და ნუცა ქურიძეს ესაუბრა.

„განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში პირველად 2011 წელს ჩატარდა. მანამდე მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყანაში ვესწრებოდით, დეტალურად ვეცნობოდით სასწავლო პროგრამებს და შემდეგ ინფორმაციას ჩვენს სტუდენტებს ვუზიარებდით. დროთა განმავლობაში, გაჩნდა იდეა, ასეთივე გამოფენა გაგვეკეთებინა თბილისში, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა, პირადად შეხვედროდნენ სასწავლებლების წარმომადგენლებს და მათგან მიეღოთ ყველანაირი ინფორმაცია“.

M: წელს გამოფენა მერვედ ჩატარდება. რითი იქნება გამორჩეული „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“? 

წელს უფრო ბევრი სასწავლებელი მონაწილეობს გამოფენაში და მეტია მათ მიერ შემოთავაზებული კურსებიც. გარდა ამისა, გათამაშდება 3 პრიზი: 4 თვიანი ინგლისური ენის კურსი ინგლისური ენის ცენტრში Lingua Lab, (თბილისი), ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით Georgian Airways-ისგან და 2 კვირიანი ინგლისური ენის კურსი დიდ ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო საზაფხულო სკოლაში Select English. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გამოფენაზე დასწრება. მონაწილეები მიიღებენ გათამაშების ბილეთს, რომელთა გაცემა შეწყდება 17:00 საათზე, გამარჯვებული კი 18:00 საათზე გამოვლინდება.

M: ვის და როგორ შეუძლია გამოფენაში მონაწილეობის მიღება? 

დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, შეუძლია გამოფენაზე მოსვლა.

M:  რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

გამოფენის მიზანია საზღვარგარეთ სწავლის პოპულარიზაცია და სტუდენტებისთვის საინტერესო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქართველოში სულ უფრო იზრდება უცხოეთში სწავლის მიმართ ინტერესი. გვინდა, სტუდენტები და მათი მშობლები პირადად შეხვდნენ სხვადასხვა უცხოური სასწავლებლის წარმომადგენლებს, მათგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი არჩევანი გააკეთონ. ჩვენი ღონისძიების შემდეგ მათ ზუსტად ეცოდინებათ, რა პროგრამები და კურსებია, ასევე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას დაფინანსების, საცხოვრებელი პირობებისა და ჩარიცხვის პროცესის შესახებ. ვთვლით, რომ განათლების საერთაშორისო გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ეხმარება მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლითაა დაინტერესებული.

[R]

Skoda Superb-იც მარსისკენ მიემართება! – Skoda-ს სახალისო ვიდეორგოლი

რამდენად მართებულია მეგობრისთვის ხელის დაფარება სამსახურში?