5 მარტს, 12:00 დან 18:00 საათამდე, სასტუმრო Rooms-ში ჩატარდება UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება, განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, ჩარიცხვის პროცედურების, ფასებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.
UK Bridge ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ, შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:
- 3-თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
- 3-თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
- 2-კვირიანი საზაფხულო კურსი ოქსფორდში, მოზარდისთვის (11-14 წ)
* პროგრამაში შედის სწავლა, ცხოვრება, სამჯერადი კვება, ექსკურსიები.
* სტუდენტის მიერ დასაფარი იქნება ბილეთის და ვიზის საფასური.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია და დაიმახსოვროთ მინიჭებული უნიკალური კოდი. გამარჯვებულები 5 მარტს, 6 საათზე სასტუმრო Rooms-ში გამოვლინდებიან.
[R]