in

24 თებერვალს „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“ გაიმართება

საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge 24 თებერვალს „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“-ს უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო Rooms-ში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან: Anglo-American UniversityAstrum CollegesBritish Study CentresBuckswood Overseas Summer SchoolBudapest Metropolitan UniversityCoventry UniversityDukes EducationEC EnglishEU Business SchoolInternational Community SchoolKings EducationMPW Schools and CollegesNaba & Domus AcademySelect English CambridgeToulouse Business SchoolUniversity of St AndrewsWimbledon School of English

„გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მერვედ იმართება, ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალებას მისცემს, პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს. გარდა ამისა, წელს UK Bridge 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, გამოფენაზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებულ პრიზებს სთავაზობს. სააგენტო 3 სხვადასხვა პრიზს გაათამაშებს. ესენია: 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საუკეთესო საზაფხულო სკოლაში – Select English; 4 თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისში – Lingua Lab-ის ცენტრში; ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გვეწვიოთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, მიიღოთ გათამაშების ბილეთი, რომელთა გაცემაც 17:00 საათზე შეწყდება და 18:00 საათზე დაესწროთ დაჯილდოების ცერემონიას“.

[R]

Big Mac​ 50 წლისაა! McDonald’s-ის ვიდეორგოლი და მოგზაურობა 70-იანებში

მუსიკად გარდაქმნილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა – Elektrowerk-ის არტ სივრცე თბილისში, მიტოვებული ქარხნის ნაცვლად!