10
ოქტ
2018

UK Bridge-მა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი გახსნა

10 ოქტ 2018

საზღვარგარეთ სწავლისთვის, ხშირად ინგლისური ენის ფლობა აუცილებელი პირობაა, თუმცა ბევრისთვის ენის არცოდნა საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სერიოზული ბარიერია. სწორედ ამიტომ, UK Bridge-მა ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი გახსნა. ორგანიზაციის დამფუძნებლებს, ანა ვეცკოსა და ნუცა ქურიძეს, სურთ ხელი შეუწყონ სტუდენტებს ინგლისური ენის ათვისებაში. აღსანიშნავია, რომ UK Bridge საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და ამ დროისთვის, უკვე 3500-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაში. ცენტრი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნა და სწავლის მსურველებს თბილისში, პეტრიაშვილის 24-ში მასპინძლობს.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

“UK Bridge-ის მუშაობის 10 წლის მანძილზე, ხშირად გვეკითხებოდნენ, სად შეეძლოთ ენობრივი უნარების გაუმჯობესება. ერთი მხრივ, მოთხოვნის არსებობამ, მეორე მხრივ კი, ჩვენდამი ნდობამ გადაგვაწყვეტინა ცენტრის გახსნა და ამ სერვისის მათთვის შეთავაზება. გვყავს ასაკისა და ცოდნის დონით დიფერენცირებული ჯგუფები. ყველა დონის შესაბამისი ჯგუფი გვყავს – არიან ისინიც, ვინც ენის სწავლას ახლა იწყებენ და ისინიც, ვისაც დონის გაუმჯობესება სურთ. ამ დროისთვის, ჩვენთან მხოლოდ 10 ადგილია თავისუფალი, 4 პატარების და 6 – დიდების ჯგუფში. გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი მასწავლებლები, ვასწავლით უახლესი მასალებით და გვინდა ვთქვათ, რომ ენის ათვისების ყველა კომპონენტს (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) დიდი ყურადღება ექცევა” , – აცხადებენ UK Bridge-ის სასწავლო ცენტრში.

სასწავლო ცენტრში შექმნილია კურსები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ენის გაუმჯობესება შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს. თითო ჯგუფი 4-6 მოსწავლისგან შედგება, სწორედ ეს მიაჩნიათ დამფუძნებლებს ცენტრის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად. აღსანიშნავია, რომ UK Bridge-ის სასწავლო ცენტრში ზოგადი და ბიზნეს -ინგლისურის გარდა, IELTS და TOEFL ტესტებისთვის მომზადებაც არის შესაძლებელი.

[R]

განხილვა