8
Feb
2017

UK Bridge – მიიღე განათლება ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტში

8 Feb 2017

განათლება ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. ბრიტანული განათლება კი სტუდენტებს სთავაზობს განათლებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო კომბინაციას. უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგების სიაში ბრიტანული სასწავლებლები ყოველწლიურად ინარჩუნებენ წამყვან ადგილებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული განათლება დიდი რეპუტაციით სარგებლობს დამსაქმებელთა შორის. ამ ტიპის განათლება არ ეფუძნება მხოლოდ ლექციებზე დასწრებას. სხვადასხვა აქტივობების საშუალებით სტუდენტები იღებენ გამოცდილებას, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, ხდებიან უფრო მეტად კრეატიულები და  თავდაჯერებულები.

არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის სწავლა გსურთ, ხელოვნების, სამართლისა თუ მედიცინის, თქვენ არჩევანის გაკეთება 160 ზე მეტი უნივერსიტეტიდან თუ კოლეჯიდან შეგიძლიათ.

ბაკალავრიატი:

იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში სწავლა ბაკალავრიატზე გააგრძელოთ, აუცილებელია 1 წელი ისწავლოთ მოსამზადებელ პროგრამაზე, ე.წ Foundation. მოსამზადებელი პროგრამის სწავლა სხვადასხვა კოლეჯშია შესაძლებელი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც სწავლას თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგძელებთ. UK Bridge თანამშრომლობს ინგლისის წამყვან კოლეჯებთან და ჩვენი სტუდენტები ხვდებიან ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა LSE, Kings College, University of St Andrews, Warwick და სხვა.

გთავაზობთ რამდენიმე მოსამზადებელ პროგრამას სადაც სწავლის დაწყება სექტემბრიდან ან იანვრიდან არის შესაძლებელი.

  1. MPW – კემბრიჯის სამი კურსდამთავრებულის მიერ დაარსებული კოლეჯების ქსელია, რომელიც დიდი რეპუტაციით სარგებლობს დიდ ბრიტანეთში. მათი კამპუსები ლონდონში, კემბრიჯსა და ბირმინგემში მდებარეობს. კოლეჯის კურსდამთავრებულთა 74% სწავლას Russel Group ის უნივერსიტეტებში აგრძელებენ. http://www.mpw.ac.uk/international-students/courses/university-foundation/case-histories/
  1. Cats College – ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯია დიდ ბრიტანეთში. სტუდენტებს მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ Cats ის კამპუსებში (London, Canterbury, Cambridge) ან ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა Coventry University, UCLan, London South Bank University და სხვ. http://www.cambridgeeducationgroup.com/

 

მაგისტრატურა:

მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ბაკალავრის დიპლომი და ინგილისური ენის სერთიფიკატი.

  1. Kings College London, Russel Group ში შემავალი უნივერსიტეტია და მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგის მიხედვით TOP 25 შია შესული. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამებს. UK Bridge ქინგს კოლეჯის ერთადერთი და ექსკლუზიური წარმომადგენლობაა საქართველოში.         Kings College ში ჩვენი სტუდენტები მიდიან როგორც მოსამზადებელ პროგრამებზე, ასევე მაგისტრატურაზე და მაგისტრატურის მოსამზადებელ პროგრამებზეც კი (Pre master). აქ სწავლების ღირებულება 17-19000 ფუნტია და განსხვავდება პროგრამების მიხედვით. თუ სწავლის გაგრძელებას სექტემბრიდან ფიქრობთ მაშინ აუცილებელია უკვე დაიწყოთ მომზადება რადგან საბუთების გაგზავნის დედლაინი 31 მარტია.
  1. Regent’s University – უნივერსიტეტი ლონდონში, რეჯენტსის პარკში მდებარეობს. მაგისტრატურის პროგრამები მოიცავს Business & Management, Fashion, design, Film, media, performance, Politics, International relations და ფსიქოლოგიის სკოლას. პროგრამების ღირებულება 10,800-19,500 ფუნტია.
  1. City University Londonუნივერსიტეტის ისტორია 1894 წლიდან იწყება და დღეისთვის ბრიტანეთში Top 25 უნივერსიტეტებს შორისაა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი სკოლაა ძალიან ცნობილი CAS Business School, რომელიც სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. ბიზნესის სკოლის გარდა, სტუდენტებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ სამართლის, ხელოვნებისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგამებზე.

  1. Coventry Universityდაარსდა 1992 წელს, თუმცა ძალიან მოკლე დროში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რიგებში მოხვდა და დღეისთვის წამყვან ადგილსაც ინარჩუნებს. კამპუსებით ლონდონსა და ქოვენთრიში სტუდენტებს ძალიან საინტერესო არჩევანს სთავაზობს.  სწავლის ღირებულებაც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით დაბალია და 10-12000 ფუნტს შეადგენს.
  1. University of St Andrews St Andrews არის პირველი უნივერსიტეტი შოტლანდიაში, რომელიც 1410 წელს დაარსდა. მას შემდეგ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია არაერთი ცნობილი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის არიან პრინცი ვილიამი და ქეით მიდლტონი, რომლებიც პირველად, სწორედ ამ უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს.

 

25 თებერვალს, საასტუმრო «Rooms»-ში, თქვენ საშუალება გექნებათ პირადად შეხვდეთ და გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმრავლესობას.

ასევე შეხვდეთ სხვა წარმომადგენლებს მსოფლიოს საუკეთესო სკოლებისა თუ  უნივერსიტეტებიდან.

«UK Bridge» მეშვიდე წელია განათლების საეთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.   ყოველწლიურად, ჩვენი დახმარებით, 300-ზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად მიემგზავრება, უკან კი დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით ბრუნდება.

თუ თქვენც ხართ დაინტერესებული გაიღრმავოთ ცოდნა და მიიღოთ განათლება  მსოფლიოს ნებისმიერი  ქვეყნის სასწავლო დაწესებულებაში, თუ  გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ გამოფენაზე და გვეწვიოთ 12 დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის ლინკი – educationfair2017.eventbrite.com

Facebook –  facebook.com/ukbridge

web: www.ukbridge.ge

მის: პეტრიაშვილის 24

ტელ: 222 4997

დამატებითი ინფორმაცია – [email protected]

[R]

 

განხილვა