in

„გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!“

კლიპარტში 3 მარტის აღნიშვნა უკვე ტრადიციად ვაქციეთ: ყოველ წელს ვიკრიბებით შეხვედრების ოთახში და ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მომდევნო წლის დედის დღე ჩვენი პარტნიორი კომპანიების თანამშრომელი დედებისთვის.

 

წლევანდელი 3 მარტის აღნიშვნაზე ფიქრიც გასული წლის მარტიდანვე დავიწყეთ. შევიკრიბეთ და ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, როგორ გადაგვექცია დედაშვილობა ჯადოსნურ ამბად, გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!

უკან, ბავშვობაში, დედები და შვილები ერთად – პატარები, უზრუნველები, ლაღები და მხიარულები: თუკი რეალობაში ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ, ფოტოს ხომ შეუძლია, ეს ჯადოსნური წამი სამუდამოდ შეაჩეროს?

ციფრული და მედია მარკეტინგული სააგენტო კლიპარტის ჩანაფიქრს სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსმა” დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ვიცით, რა არის ყველაზე ძვირფასი და  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას. ეს არის ის, სადაც უპირობო სიყვარული და ზრუნვა საზღვრებს გარეშეა. ეს არის დედაშვილობა. სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ მუდმივად მხარს უჭერს  ქალის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო  ჩვენთვის, რომ 3 მარტი გაგვეხალისებინა და ერთგვარი მადლობა გვეთქვა ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი ქალბატონისთვის. დედობა ხომ განუზომელი „ბენეფიტია“, – ამბობს ანა ტრაპაიძე, სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

მთავარი სირთულე 200-ზე მეტი ქალის ბავშვობის ფოტოების შეგროვება გახლდათ. საჭირო იყო ბოლო წამამდე ყველაფრის საიდუმლოდ დატოვება. „კლიპარტი“ კი უკვე არის მთავარი „ეჭვმიტანილი“ დედის დღის აღნიშვნაში! ჰოდა, შემდეგნაირად მოვიქეცით: დავურეკეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენელ ყველა წარმატებულ, ყოჩაღ, საქმიან და რეალიზებულ დედას ჟურნალისტის სახელით და ვთხოვეთ ინტერვიუ ბავშვობის შესახებ. ინტერვიუ ხომ ყველაზე უწყინარი მიზეზია ბავშვობის ფოტოების შესაგროვებლად?!

ამ დიდი სიურპრიზის გაკეთებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენმა პარტნიორმა მედიასააგენტო www.kvira.ge-მ: ჩვენ ხომ სწორედ მათი სახელით დავურეკეთ დედებს და ინტერვიუებიც მათ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ.

ფოტოების შეგროვებამ დიდი დრო წაიღო. რაც მართალია, მართალია, ჩვენს და ჩვენზე უფროს თაობას ნამდვილად არ აქვს ბევრი ფოტო, მით უმეტეს, ციფრული. რამდენიმე დედაზე განსაკუთრებით დაგვწყდა გული, რადგან დიდი სურვილის მიუხედავად, მათ თავიანთი ბავშვობის ფოტოები ვერ იპოვეს.

პატარების ფოტოები კი თავად მოვიპოვეთ: სოციალური ქსელებით, ნაცნობ-მეგობრების ჩარევით, ვინაობის ათასჯერ გადამოწმებით (ხომ მართლა მისი შვილია? იქნებ, დისშვილი ან ძმისშვილია?) – საბოლოოდ კი 209 დედისა და შვილის ფოტოებმა ჩვენი დიზაინერების კომპიუტერებში მოიყარა თავი.

და აქ დაიწყო მთავარი ჯადოქრობაც – დედები და ბავშვები ერთ სივრცესა და დროში; ყველანი – პატარები, ლაღები და მხიარულები – შევახვედრეთ ერთმანეთს უკან, ბავშვობაში.

ზამთრის ოფიციალურ დასრულებამდე 2 დღით ადრე ოფისი დაბეჭდილი და უკვე ჩარჩოში ჩასმული ფოტოებით აივსო. შაბათ-კვირა საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებს დავუთმეთ: როგორ დავარიგებდით, რომელ ჯგუფს რამდენი საჩუქარი უნდა წაეღო. ალბათ, შობამდე რამდენიმე საათით ადრე ლაპლანდიაშიც ისეთივე მზადყოფნაა გამოცხადებული, როგორიც „კლიპარტის“ ოფისში იყო.

2 და 3 მარტი კი საჩუქრების დასარიგებლად გამოვიყენეთ. დაახლოებით 1 თვის შემდეგ ჩვენ, ყველას, კვლავ მოგვივა გამაფრთხილებელი წერილები ელფოსტაზე, რომ კვლავ შეხვედრების ოთახში ვიკრიბებით, ახლა უკვე ახალი და უფრო საინტერესო სიურპრიზის დასაგეგმად მომავალი წლის 3 მარტისთვის.

 

[პარტნიორის კონტნეტი]

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს

როგორი შეიძლება იყოს ონლაინ სწავლება კორონავირუსისას – ნუცა კობახიძის ჰონგ კონგური გამოცდილება