in

ონლაინ გამოცდის დროს ოთახის დათვალიერება უკანონოდ მიიჩნიეს

veon
veon

ფედერალურმა მოსამართლემ კლივლენდის შტატის უნივერსიტეტის სტუდენტს დაუჭირა მხარი და აღმოაჩინა, რომ თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ოთახს ასკანერებდა, არაკონსტიტუციური იყო. მესამე მხარის „ელექტრონული დაკვირვების“ ინსტრუმენტი, სახელწოდებით Honorlock, სტუდენტებს ოთახების სკანირებას ვებკამერის საშუალებით თხოვს. მისი დახმარებით, დღეს ძალიან ბევრი გამოცდებს დისტანციურადაც აბარებს. თუმცა ერთ-ერთი სტუდენტისთვის ეს პრობლემური აღმოჩნდა, იგი პირადი დოკუმენტების ჩვენების წინააღმდეგი იყო…

დიახ, უნივერსიტეტს სურს, გამოცდის დაწყებამდე შეამოწმოს ის სივრცე, რომლიდანაც სტუდენტია ჩართული, რათა თავიდან აიცილოს გადაწერის ფაქტები. ამიტომ, ისინი კამერით თქვენი ოთახის დასკანერებას გთხოვენ. ამას 1 წუთამდე ნაკლები დრო სჭირდება.

თუმცა ახლა აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფილიპ კალაბრესმა გადაწყვეტილება სტუდენტის სასარგებლოდ მიიღო და ამტკიცებდა, რომ ეს მეოთხე შესწორების უფლებებს ეწინააღმდეგებოდა. სამოქალაქო უფლებების ადვოკატმა მეთიუ ბესერმა კი ამ გადაწყვეტილებას საეტაპო უწოდა. ამბობდა, რომ „მეოთხე შესწორება დისტანციური ტესტის ჩატარებამდე სტუდენტებს სახლების არაგონივრული ვიდეო ჩხრეკისგან იცავს.“ ამასთან, სხვებიც მიიჩნევენ, რომ Honorlock უსამართლოდ იჭრება სტუდენტების კონფიდენციალურობაში.

დიახ, ოთახის სკანირება აღწევს იქ, სადაც ადამიანები სხვაგვარად ვერ მიაღწევდნენ, ყოველ შემთხვევაში, ორდერის ან მოწვევის გარეშე ნამდვილად ვერა. თუმცა, ამასთან, ეს ჩხრეკა არ არის, რადგან ტექნოლოგიას ადამიანები საჯაროდ იყენებენ…

Terminal-ის ახალი ფილიალი ბათუმში, ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნება

რა ხდება მაშინ, როცა ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი