in

„უკეთესი მე“ – ნაკანის აკადემია ქალთა გაძლიერებისთვის სამოტივაციო კურსს იწყებს

თანამედროვე ცხოვრების სტილი ყოველდღიური ქაოსითაა მოცული, ამ პროცესში კი ქალებს ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ავიწყდებათ – საკუთარ თავზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფმა მარიამ ნაკანმა გადაწყვიტა შეექმნა სამოტივაციო კურსი, რომლის მიზანიც ქალთა გაძლიერებაა. ქოუჩინგ პრინციპებზე აგებული პროგრამა მოიცავს 11 ჩაწერილ ვიდეო ლექციას, 8 ონლაინ შეხვედრას, ხმოვან მედიტაციასა და პრაქტიკულ დავალებებს. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მქონე ქალებისთვის, რომლებსაც სურთ:

  • გათავისუფლდნენ ნეგატიური რწმუნებულებებისგან, სილამაზის სტანდარტების მარწუხებისგან და აიმაღლონ თვითშეფასება;
  • გაძლიერდნენ ფინანსურად, ისწავლონ ბიუჯეტის და ხარჯების მართვა;
  • შეიცნონ წარმატებული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები, როგორც პარტნიორთან ურთიერთობაში, ისე სხვა ადამიანებთან;
  • განავითარონ ბიზნესიდეა და იპოვონ საკუთარი საქმე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოუტანთ.
  • გათავისუფლდნენ უსიამოვნო მოგონებებისგან და დაუმეგობრდნენ შინაგან ბავშვს;
  • ისწავლონ დროის მართვა და დაამარცხონ პროკრასტინაცია.
  • შეიყვარონ საკუთარი თავი, სხეული და იზრუნონ განვითარებაზე.

 

კურსში მონაწილეობა 300 ლარი ღირს, რეგისტრაცია 31 მაისამდე გრძელდება და შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი. პროგრამა 3 ივნისს იწყება, ონლაინ შეხვედრები დახურულ ჯგუფში, ხუთშაბათსა და პარასკევს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება, ჩაწერილი ლექციები და მედიტაციები კი ორშაბათსა და სამშაბათს დაიდება. ყველა ჩანაწერი 48 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. 

სამოტივაციო კურსის მნიშვნელობის შესახებ, მარიამ ნაკანი გვესაუბრება:

მარიამ, უამრავი ადამიანი გიცნობს როგორც ფოტოხელოვანსა და ფოტოსკოლის თანადამფუძნებელს. როგორ მიხვედი გადაწყვეტილებამდე სამოტივაციო კურსი შეგექმნა?

ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო. სახლში გამოვიკეტეთ, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობდი საკუთარ თავზე მემუშავა. გავიარე არაერთი ქოუჩინგ თუ ფსიქოლოგიური პროგრამა და ვისწავლე დროის და ენერგიის მართვა, უკეთესად შევიცანი საკუთარი თავი. ვინც პირად ინსტაგრამზე მომყვებით, ალბათ შეამჩნევდით, რომ არ მჩვევია საკუთარი ცოდნის მხოლოდ ჩემთვის დატოვება – ამიტომ დავაარსე ფოტოსკოლა და ამიტომ ვქმნი ამ კურსაც.

უკვე მზად ვარ, რომ ქალებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და ვასწავლო, როგორ მუშაობს გონების ოპერაციული სისტემა. შევიმუშავე სრულიად ახალი ტექნიკები, რომელიც მთლიანად ამოატრიალებს მათ ხედვებს. სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის სიახლე არ არის, რადგან 7 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით – უკვე ვიცი, როგორ უნდა დადონ შედეგი და იყვნენ პროდუქტიულები ისე, რომ სიზარმაცემ არ შემოუტიოთ.

რით გამოირჩევა სამოტივაციო კურსი “უკეთესი მე”?

“უკეთესი მეს” მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მოიცავს არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ მასალას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ დავალებები, რომლებიც მთლიანად შეცვლის მათ ცხოვრებას და გამოიყვანს კომფორტის ზონიდან.

კურსზე გვეყოლება მოწვეული ლექტორები: 

  • ანა არველაძე – ფსიქოლოგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ოსტატი და ლექტორი, აღმასრულებელი ქოუჩი, კლინიკური ჰიპნოთერაპევტი
  • ეკატერინე პაპიაშვილი – ფინანსისტი, ლექტორი და ქოუჩი.
  • კახი ლობჟანიძე – სპიკერი, პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი
  • მარიამ კვაშილავა – ხელოვნებათმცოდნე და  ჯგუფი Glam Factory-ს დამფუძნებელი.

თითოეულ მათგანს სპეციალური მოდული აქვთ შექმნილი, სრული სილაბუსის ნახვა კი ამ ლინკზე შეგიძლიათ.

რა არის საჭირო კურსზე მოსახვედრად?

შეავსეთ კითხვარი, ჩარიცხეთ თანხა და ქვითრის ფოტო/სქრინი გამოგვიგზავნეთ ინსტაგრამზე, ფეისბუკზე ან მეილზე ([email protected]).  ამის შემდეგ კი, კურსის დახურულ ჯგუფში დაგამატებთ. პროგრამის ღირებულება 300 ლარია და რეგისტრაცია 31 მაისამდე გრძელდება. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მოგვწერეთ ნაკანის აკადემიის სოციალურ ქსელებში.

რა შეიცვლება ქალების ცხოვრებაში, კურსის გავლის შედეგად??

  1. შეძლებენ შინაგანი რესურსების მობილიზაციას, რათა საკუთარი სუსტი მხარეები დაძლიონ და დაიწყონ პიროვნული გაძლიერება. 
  2. მიიღებენ საკუთარ სხეულს და შეიყვარებენ მას. 
  3. ისწავლიან ფინანსური მიზნების დასახვასა და მისი მიღწევის მექანიზმებს.
  4.  გაეცნობიან და ცხოვრებაში დანერგავენ ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯების კონტროლის მეთოდებს. გაიგებენ, როგორ უნდა გაძლიერდნენ ფინანსურად.
  5. დაძლევენ საქმის გადადების ჩვევას და ისწავლიან დროის სწორ მენეჯმენტს.
  6. ისწავლიან სტრესის მიღებას, მართვას და მის სასარგებლოდ გამოყენებას. დაძლევენ მარცხის შიშს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ქალი შემოუერთდება ამ კურსს და გავაძლიერებთ ერთმანეთს.

 

 

 

[პარტნიორის კონტენტი]

ინტერვიუ მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან – როგორია მისი კარიერა და გამოცდილება რიდლი სკოტის ახალ ფილმში?

„გრძნობებს აუცილებლად აჰყვებით!“ – Audi