რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას, ბიტკოინის ანონიმური შემოწირულობებით,
16,7 მილიონი აშშ დოლარი დაუგროვდა, რადგან მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო აქტიურად ეხმაურება.
ბლოკჩეინის ანალიზის ფირმა Elliptic-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მთავრობამ, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა და მოხალისე საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ფული თავიანთი საფულის მისამართების სოციალურ მედიაში რეკლამით შეაგროვეს.
BBC-ს დამფუძნებელმა, ტომ რობინსონმა განაცხადა, რომ გადახდის ზოგიერთი კომპანიის უარის მიუხედავად, შემოწირულობა გაეცათ უკრაინის არმიის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის, კრიპტოვალუტების ალტერნატივა მაინც დარჩა.
ამ დროისთვის მიღებულია 4000-ზე მეტი კრიპტოვალუტის შემოწირულობა, ერთმა დონორმა კი 3 მილიონი აშშ დოლარი შესწირა არასამთავრობო ორგანიზაციას.
უკრაინის ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ის „ახლა იღებს კრიპტოვალუტის შემოწირულობებს“ ბიტკოინში, ეთერიუმსა და USDT-ში.
გარდა ამისა, 1,86 მილიონი აშშ დოლარი შემოწირულ იქნა უცვლელი ტოკენის გაყიდვით, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დასაფინანსებლად.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა მოუწოდა კრიპტოვალუტის ძირითად ბირჟებს, დაბლოკონ მისამართები რუსი მომხმარებლების საფულეებში.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რუს და ბელორუს პოლიტიკოსებთან დაკავშირებული მისამართების გაყინვას, არამედ რიგითი მომხმარებლების საბოტაჟიცაა საჭირო“, – დაწერა მან ტვიტერზე.
I’m asking all major crypto exchanges to block addresses of Russian users.
It’s crucial to freeze not only the addresses linked to Russian and Belarusian politicians, but also to sabotage ordinary users.
— Mykhailo Fedorov (@FedorovMykhailo) February 27, 2022